воскресенье, 26 ноября 2017 г.

თავისუფალი გაკვეთილები

გაკვეთილი
აქტივობა
თარიღი
მოსწავლეთა რაოდენობა
1
მოსწავლეებთან ერთად გავეცანით დენიელ კიზის ბიოგრაფიას, ვისაუბრეთ ნაწარმოების: „ყვავილები ელჯერნონისთვის“ შესახებ, ვისაუბრეთ თავისუფალი გაკვეთილების მიზანზე და შემდეგი გაკვეთილისათვის დავგეგმეთ ნაწარმოების წაკითხვა
16.03.2017
14
2
წავიკითხეთ 40 გვერდი, განვიხილეთ და დაფაზე ჩამოვწერეთ საკვანძო საკითხები
20.03.2017
12
3
წავიკითხეთ 45 გვერდი, განვიხილეთ და მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე ჩამოწერეს ნაწარმოების პერსონაჟები, გამოთქვეს მათი აზრი პერსონჟების ხასიათთან დაკავშირებით
23.03.2017
11
4
წავიკითხეთ 100 გვერდი, მოსწავლეები საუბრობენ ჩარლის პერსონაჟზე, მის გრძნობებზე, ემოციებზე და მოლოდინზე, სიყვარულზე და სიყვარულის როლზე ადამიანის ცხოვრებაში
27.03.2017
10
5
წავიკითხეთ 150 გვერდი, მოსწავლეები როლური თამაშების საშუალებით განასახიერებენ ნაწარმოების პერსონაჟებს
31.03.2017
9
6
წავიკითხეთ 200 გვერდი, მოსწავლეები განიხილავენ ნაწარმოებში მოცემული ექსპერიმენტის შედეგებს, ჩარლის მოლოდინებს და ექსპერიმენტის გავლენას მასზე
03.04.2017
13
7
წავიკითხეთ 250, მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელეთ რამდენად აქტუალური იყო იმ პერიოდისათვის ჩარლის მსგავსი ადამიანების პრობლემები და რამდენად აქტუალურია ეს დღეს
06.04.2017
14
8
წავიკითხეთ280 გვერდი, პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენე ეპოქის ამსახველი ფოტომასალა და ვიმსჯელეთ ნაწარმოების მთავარ იდეაზე- სიყვარულზე, დაცინვაზე, სიბრალულზე, გონებრივ სისუსტეზე და მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.
10.04.2017
12
9
წავიკითხეთ 318 გვერდი, ვიმსჯელეთ რატომ უნდოდა ჩარლის ექსპერიმენტის შედეგების შეცვლა და შეეძლო თუ არა მას ეს, განვიხილეთ ჩარლის წერილი, რომელიც მან ექიმ შტრაუსს მისწერა
13.04.2017
13
10
მოსწავლეებთან ერთად მოვაწყვეთ ფილმის „ყვავილები ელჯერნონისათვის“ ჩვენება 1 ნაწილი
20.04.2017
10
11
მოსწავლეებს ვაჩვენეთ ფილმის მეორე ნაწილიც და შევადარეთ ნაწარმოებს
24.04.2017
11
12
განვიხილეთ ნაწარმოების სიუჟეტი და შევადარეთ თანამედროვე სიტუაციას, გვაქვს თუ არა დღეს მსგავსი პრობლემები საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვთ გონება ჩამორჩენილ ადამიანებს დღეს ჩვენს ქვეყანაში
27.04.2017
9
13
ჯემალ ქარჩხაძის ბიოგრაფიის გაცნობა, მისი ნაწარმოების „გიგანტი“ ინფორმაციის მოძიება
01.05.2017
12
14
წავიკითხეთ 15 გვერდი, ვიმსჯელეთ ნაწარმოებში დასმული თემის აქტუალურობაზე, პრესონაჟებზე და მათ ხასიათზე
04.05.2017
11
15
წავიკითხეთ 23 გვერდი, ვიმსჯელეთ პერსონაჟებზე, იმაზე თუ რამდენად არის ადამიანის ინტელექტის ხელოვნურად გაზრდა შესაძლებელი, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად? როგორ შეიძლება შეიცვალონ ადამიანები?
08.05.2017
13
16
წავიკითხეთ 36 გვერდი, ვიმსჯელეთ ვინ შეიძლება იყოს „გიგანტი“, რაში გამოიხატება ადამიანის ძალა?
11.05.2017
9
17
შევადარეთ განხილური ნაწარმოებები, „ყვავილები ელჯერნონისათვის“ და „გიგანტი“, მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოვწერეთ ნაწარმოების პერსონაჟების საერთო პრობლემები და მათი დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ, მოსწავლეები გავყავით 2 ჯგუფად, ერთნი საუბრობდნენ „ყვავილები ელჯერნონისათვის“ მთავარი გმირის შესახებ, მეორე ჯგუფი განიხილავდა „გიგანტის“ მთავარი გმირის პერსონაჟის თვისებებს.
15.05.2017
10
18
მოსწავლეებმა მისწერეს წერილები ნაწარმოებების ავტორებს, დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები ნაწარმოებთან დაკავშირებით და დააფიქსირეს მათი შთაბეჭდილებები
18.05.2017
9
19
მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები თავისუფალ გაკვეთილებთან დაკავშირებით, ჩაწერეს მათი შთაბეჭდილებები, რა მოეწონათ, რა ისწავლეს, რას ისურვებდნენ რომ შევცვალოთ მომავალში და კიდევ რა თემებზე უნდათ რომ მსგავსი გაკვეთილები ჩავატაროთ.
29.05.2017
10
20
სემესტრის მიწურულს მოსწავლეები შეხვდნენ ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს, მაკა გობაძეს, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, მოსწავლეებმა მასთან ერთად გაისეირნეს, ისაუბრეს და გადაიღეს სურათები.
05.06.2017










Комментариев нет:

Отправить комментарий

შემაჯამებელი დავალება მე-X კლასი N3

                                                შემაჯამებელი დავალებები #3           X    კლასი               მოსწავლის     სახელი-----...