воскресенье, 26 ноября 2017 г.

ეშმაკის ქვა

 ნაწარმოების განხილვის საშუალებით მოსწავლებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.
ბრბოს ფსიქოლოგია მიხეილ ჯავახისვილის ,,ეშმაკის ქვისადა გუსტავ ლე ბონის ბრბოს ფსიქოლოგიის მიხედვით
     თანამედროვე საგაკვეთილო პროცესი ითვილისწინებს არამხოლოდ მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის ახსნასა და მათ მიერ ზეპირსიტყვიერ გადმოცემას, არამედ არანაკლებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც მათ ხელს უწყობს საკუთარი აზრის ფორმირებასა და გადმოცემაში.  კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. [1]
        ჩემი მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეებს მივცე საშუალება დააფიქსირონ თავიანთი აზრი.  ვცდილობ სხვადასხვა ნაწარმოების განხილვით განვუვითარო მათ კრიტიკული აზროვნება. სწორედ ამ მიწნით გასულსემესტრში ჩავატარე ღია გაკვეთილი ბრბოს ფსიქოლოგია მიხეილ ჯავახისვილის ,,ეშმაკის ქვისადა გუსტავ ლე ბონის ბრბოს ფსიქოლოგიის მიხედვით.
            გაკვეთილი დავგეგმე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგის გათვალისწინებით. ჩავთვალე, რომ საგაკვეთილი თემა ,,ბრბოს ფსიქოლოგიააქტუალური იყო მოსწავლეებში, რამეთუ დღეს ხშირია   ძალადობის ,ჯგუფური დანაშაულის მაგალითები ჩვენს ირგვლივ.  ამიტომ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას  მოზარდებში დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე ავტორის პოზიციის განსაზღვრა და მთავარი სათქმელის ამოცნობა შეადგენდა გაკვეთილის მთავარ მიზანს: რა არის ბრბო? ვინ მართავს მას? როგორი ადამიანი ექცევა ბრბოს ნაწილად ? რა შედეგი მოჰყვება ბრბოს ქმედებებს?რა პრინციპით უნდა იცხოვროს ადამიანმა ? და . .  გაკვეთილზე ვისაუბრეთ ასევე ქალთა თანასწორობაზე, გმირობაზე.
         გაკვეთილი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. გაიმართა დისკუსია, მსჯელობდნენ პრობლემურ საკითხებზე. საკუთარი აზრის გასამყარებლად მოჰყავდათ არგუმენტები, როგორც ტექსტებიდან ისე ცხოვრებისეული მაგალითებიდან, ისწავლეს სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
       კლასი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად. თითოეული ჯგუფის წევრს ჰქონდა თავისი დავალება, კლასის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული   საგაკვეთილო პროცესში და მონდომებითა   და ხალისით  ასრულებდა დაკისრებულ დავალებას, ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
შედეგზე გასვლაში დამეხმარა წინასწარ დაგეგმილი  და შემუშავებული აქტივობები.ჯგუფებმა ისაუბრეს მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე და მის ღვაწლზე ქართული ლიტერატურის ისტორიაში, გამოკვეთეს ბრძნული გამონათქვამები. ასევე გუსტავ ლე ბონის ბრბოს ფსიქოლოგიაზე გააკეთეს პრეზენტაცია   P_POINT ფორმატში. ნახეს ფილმი ,,ნატვრის ხე“( მარიტას დასჯის ეპიზოდი). მოსწავლეებმა დაახასიათეს სოფიო და დათა , გაავლეს პარალელი მარიტასა და დათას შორის   და  ვენის დიაგრამის გამოყენებით გამოკვეთეს მსგავსება განსხვავებები. გაკვეთილის დასკვნით ნაწილში კითხვების დასმით გავმართე დისკუსია. დისკუსიის ბოლის გამოიტანეს დასკვნა,რომ პრობლემის თავიდან ასაცილებლად უპირველესად ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს, მომავალი თაობა სწორად  უნდა აღიზარდოს , ადამიანი უნდაიყოს ძლიერი და არ უნდა მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ, არავის აქვს სხვისი განსჯის უფლება.
     საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა, მოსწავლეები ახალიათებენ პერსონაჟებს, განიხილავენ მათ ხასიათს, ნაწარმოებში მოყვანილ დროით მონაკვეთს და იმ ასპექტებს რაც მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში საზოგადოებისათვის. მე ვცდილობ მოსწავლეებს პარალელი გავავლებინო თანამედროვე საზოგადოებაში მსგავს შემთხვევებზე, რამდენად აქტუალურია დღეს ბრბოს ფსიქოლოგია? როგორი ადამიანები ექცევიან ბრბოში? ეს კითხვები მოსწავლეთა დისკუსიის განხილვის საგანი ხდება და ისინი თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ. საუბრობენ იმაზე თუ როგორი მარტივი გახდე საზოგადოების განკიცხვის ობიექტი, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას თუ რა რეაქცია უნდა გქონდეს საზოგადოების აზრზე.
    საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენეთ დისკუსიის სხვადასხვა ფორმა: დებატები, “მარგვალი მაგიდა”, ასევე ინტერაქტივის მეთდი.
    გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენე თვითშეფასების სქემები, რომლებიც წინასწარ , გაკვეთილის დაწყებამდე გავაცანი, მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი თავის შეფასება და უფრო სამართლიანად. აღნიშნეს დადებითი და უარყოფითი თვისებები, ასევე შეაფასეს თვით გაკვეთილიც.
                                             
გამოვიყენე მოსწავლეთათვის  თვითშეფასების რუბრიკები.
ინდიკატორი
ყოველთვის
2 ქულა
ზოგჯერ
1 ქულა
არასდროს
0 ქულა
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამდი
როცა სხვა ლაპარაკოდა ყურადღებით ვუსმენდი
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებდი
ვეხმარებოდი ჯგუფის წევრებს დავალების შესრულებაში
ვიცავდი  დროის ლიმიტს

    საბოლოოდ შედეგად ის მივიღეთ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში და მათთვის საინტერესო იყო განხილული თემა. მოსწავლეების მიერ გაკეთებული დასკვნები საკმაოდ მრავალფეროვანი და პროდუქტიული იყო.
გამოყენებული ლიტერატურა


Комментариев нет:

Отправить комментарий

შემაჯამებელი დავალება მე-X კლასი N3

                                                შემაჯამებელი დავალებები #3           X    კლასი               მოსწავლის     სახელი-----...