გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა : ნოდარ დუმბაძის ,,სისხლი
მასწავლებელი : გულიკო თურმანიძე
გაკვეთილის ხანგრძლივობა : 55 წთ.
გაკვეთილის თემა
|
ნოდარ დუმბაძის ,,სისხლი“
რა არის სიმბოლო?
|
მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო საფეხური: VII კლასი
კლასში 12 მოსწავლეა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ
არის
|
თემის აქტუალობა
|
სიბერე ჩვენი მომავალია, ბებიებისა და ბაბუების დაფასება კი ჩვენი ვალდებულებაა.
როგორც მოექცევი შენს ბებია-ბაბუას, შენც ისე მოგექცევიან მომავალში.
|
იდეა
|
ისწავლიან მოხუცების სიყვარულსა და პატივისცემას.
|
მიზნები
|
შეძლებენ შესწავლილი ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობას, იმსჯელებენ
თემისა და სათაურის ურთიეთმიმართებაზე, ,,სისხლის“ სიმბოლურ მნიშვნელობაზე, ასევე ისაუბრებენ სისხლის ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე. წარმოადგენენ პრეზენტაციას ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. როლური თამაშებით გააცოცხლებენ მოთხრობის გმირებს
. წერილობით გამოხატავენ თავიანთი დამოკიდებულებას
პერსონაჟების მიმართ.
|
განსავითარებელი უნარები
|
ისწავლიან პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას;
განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები;
ჩამოუყალიბდებათ მსჯელობის,
ანალიზის უნარი;
გამოუმუშავდებათ მხატვრული კითხვის
უნარ-ჩვევები, ასევე დაეუფლებიან სასცენო ხელოვნებას;
განუვითარდებათ წერითი უნარ- ჩვევები.
|
ესგ-ს მისაღწევი შედეგები
|
მიმართულება: ზეპირმეტყველება
VII.3 მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა
საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
VII. 4 მოსწავლეს შეუძლია
საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
VII. 6. მოსწავლეს შეუძლია
ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება
მიმართულება: კითხვა
VII. 7 მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება -გაანალიზება, მათ
მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
მიმართულება: წერა
VII. 11. მოსწავლეს შეუძლია
წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით
|
საკვანძო მეთოდები / სტრატეგიები
|
მისალმება, სიის ამოკითხვა .
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა
შეფასების რუბრიკების გაცნობა
2. წთ.
ა) ფაზა , მოთელვა
მოვასმენინებ ნოდარ დუმბაძის ხმას
გავახსენებ მე-6 კლასში ნასწავლ მასალას ,, ხაზარულას“
-რა გრძნობა
დაეუფლათ ,,ხაზარულას” კითხვისას?
ხომ არ იცნობენ ნოდარ დუმბაძის სხვა ნაწარმოებებს
?
5 . წთ.
I ჯგუფი ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიის
პრეზენტაცია
II ჯგუფი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების
მიერ გადაღებული ფილმების და რეჟისორების
გაცნობა პრეზენტაცია
III სათაურზე, როგორც სისხლზე
ყურადღების გამახვილება.
ჯგუფის
მიერ სისხლის
პრეზენტაცია(ბიოლოგიასთან კავშირი)
თითოეულ ჯგუფს 3 წთ
სულ 10 წთ
აქტივობა#2
გავიხსენებთ
ნაწარმოების მთავარ გმირებს:
ბებია -ოლია;
ბაბუა -ქიშვარდი;
შვილიშვილი -ნოდარ ლომჯარია.
ჩამოვწერ მოკლე
გეგმას:
მიღება- ჩაბარების აქტი
ხონის გზაზე მიმავალი ბაბუა და შვილიშვილი
ორი სისხლის ჭიდილი;
სისხლის საუბარი;
2.წთ
აქტივობა #3
ფრონტალური კითხვების დასმით შინაარსის რეალიზება და ტექსტის ძირითადი სათქმელის ამოცნობა:
რატომ
დაიბარა
იულია
ბებიამ
იშვარდი
ბაბუა?
რატომ
უნდა
ბებიას
შვილიშვილი გაატანოს ქიშვარდი ბაბუას?
-,,ასე კიტრივით შიშველი როგორ წავიყვანო ქალბატონო იულია ?
-,,ასე კიტრივით შიშველი წამოვიყვანე შარშან ამ დროს ავჭალიდან და სად ვუშოვო ახლა მე მაგას სირმებიანი ჩოხა ახალუხი?- რაზე მიუთითებს ბებია- ბაბუის ეს საუბარი?
-ხომ არ გაგონებთ ეს ტექსტი ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას?
- რაზე ფიქრობს ინტაბუეთის გზაზე მიმავალი ბიჭი?
- როგორ გამოითვალა ბაბუამ ბიჭის ასაკი?
თავდაპირველად ბიჭს არ სურს ბაბუაზე გაყოლა : ოღონდ არ გამატანოს და ოღონდ არ გამატანოს და არაფერს ჩავიდენ ისეთს, გული რომ ეტკინოს ბებიას.“ -ამბობს ბიჭი, მაგრამ შემდეგ ერთი წლის თავზე რაღაც ძალა აკავებს, რომ ბაბუასთან დარჩეს, ,,იგი ისე იდგა, ,როგორც რკინის პალო,როგორც ხე მიწაში ღრმად წასული”. _რა შეიცვალა ბიჭის გონებაში?
_რას ამბობს მარტოდ დარჩენილი ბაბუა?
_რამ დააბრუნა ბიჭი ბაბუასთან?
__რა ყოფილა სისხლი ნაწარმოების მიხედვით?
_ რისი თქმა უნდოდა ამით მწერალს?
_როგორ გამოიხატა ტექსტში ის აზრი ,რომ ბებიებსა და ბაბუებს შვილიშვილები ძალიან უყვართ?
__როგორ გამოხატავს ბიჭი ამ გრძნობას?
__რას ეწოდება სიმბოლო?
_ თქვენ თუ გყავთ ბებია -ბაბუები და როგორები არიან ისინი?
_თქვენ როგორ ექცევით მათ?
8 წთ
აქტივობა #4
ხელაუღებელი წერა:
რომელ პერსონაჟს თანაუგრძნობთ ყველაზე მეტად და რატომ?
10 წთ
აქტივობა #5
როლური თამაშები:
ჯგუფები გააკეთებენ ინსცენირებას,
მოირგებენ მოქმედი გმირების როლებს. წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით შეფასდება თითოეული მოსწავლე
15 წთ
აქტივობა 6
საშინაო დავალება:
მისწერეთ წერილი ბებიას, ბაბუას ან ბიჭს.
1.წთ
|
შეფასება
|
განმავითარებელი:
სიტყვიერიკომენტარი
განმსაზღვრელი : შეფასების რუბრიკების მიხედვით 2 წთ
|
გამოყენებული რესურსები
|
კომპიუტერი , პროექტორი, სახელმძღვანელო ვ.როდონაიას ავტორობით, დაფა , ცარცი, კალმები,
თაბახის ფურცლები.რვეულები,
ასევე ინსცენირებისათვის გასაფორმებლად :კალათი ,გიდელი, თოხი, ნამგალი ,ცელი, სამფეხი, კარდალი და სხვა
საოჯახო ნივთები .
|
გამომეტყველებითი
კითხვის შეფასების რუბრიკები
შეფასების კრიტერიუმები
|
3 ქულა
|
2ქულა
|
1ქულა
|
0ქულა
|
შესატყვისად იყენებს სახის გამომეტყველებასა და ჟესტიკულაციას.
|
|
კარგი
|
საშუალო
|
წარუმატებელი
|
ხმის სიმაღლითა და ჟღერადობით ზუსტად გადმოსცემს პერსონაჟის ემოციებს
და სათქმელის შინაარსს.
|
ბრწყინვალე
|
კარგი
|
საშუალო
|
წარუმატებელი
|
მეტყველებს გასაგებად, გარკვევით გამოთქვამს სიტყვებს.
|
ბრწყინვალე
|
კარგი
|
საშუალო
|
წარუმატებელი
|
ხმა, მეტყველების ტემპი , ჟესტიკულაცია ზუსტად შეესატყვისება პერსონაჟის
ხასიათს.
|
|
კარგი
|
საშუალო
|
წარუმატებელი
|
თვითშეფასების
სქემა VII კლასი
მოსწავლის სახელი
და გვარი:
ინდიკატორი
|
ყოველთვის
2
ქულა
|
ზოგჯერ
1
ქულა
|
არასდროს
0
ქულა
|
აქტიურად
ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
|
|
|
როცა
სხვა ლაპარაკოდა ყურადღებით ვუსმენდი
|
|
|
|
ჩემი
წილი პრეზენტაციისა გადმოვეცი, (შემოხაზე ქულა)
|
|
|
|
ვეხმარებოდი
ჯგუფის წევრებს დავალების შესრულებაში
|
|
|
|
ვიცავდი დროის ლიმიტს
|
|
|
|
ჯამური ქულა:-------------
რა დაგამახსოვრდა
ამ გაკვეთილიდან?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა არ მოგეწონა?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მადლობა
თანამშრომლობისათვის
ესეს შეფასების კრიტერიუმები:
1.
ნაშრომი პასუხობს სათაურს ( 2 ქულა)
2.
მსჯელობა გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებით ტექსტიდან(
3 ქულა)
3.
ჩანს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.( 2 ქულა)
4.
აზრი ენობრივად
გამართულია. არ არის არცერთი ლექსიკური შეცდომა. (1 ქულა)
5.
არ არის გრამატიკული შეცდომები.( 2 ქუილა)
გაკვეთილის რეფლექსია
კლასი: მეორე საფეხური, VII კლასი
საგანი: ქართული ენა
და ლიტერატურა
მასწავლებელი : გულიკო
თურმანიძე
გაკვეთილის თემა: ნოდარ
დუმბაძის ,,სისხლი“
რა არის სიმბოლო?
გაკვეთილზე მიზნად მქონდა დასახული მოსწავლეებს ამოეცნოთ
ტექსტის მთავარი სათქმელი და ემსჯელათ თემისა
და სათაურის ურთიეთმიმართებაზე, წარმოედგინათ პრეზენტაცია ნოდარ
დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. როლური
თამაშებით მოერგოთ მოთხრობის
გმირების როლი.
წერილობით გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება
პერსონაჟების მიმართ.
ყურადღების მობილიზების მიზნით ,გაკვეთილი დავიწყე ნოდარ დუმბაძის ინტერვიუს ,,შუბლის ძარღვის“ ჩვენებით, შემდეგ გავახსენე წინა კლასებში ნასწავლი
მასალა ,,ხაზარულა“, მოსწავლეებმა ასევე
გაიხსენეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიერ გადაღებული ფილმები.
ისიც აღნიშნეს რომ მეტად ხალისობენ,
როცა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებსა და მოთხრობების მიხედვით
გადაღებულ ფილმებს უყურებენ.
კლასი წინასწარ დაყოფილი იყო ჯგუფებად, ჯუფებს
გადანაწილებული ჰქონდათ საპრეზენტაციო თემები, მათ
კარგად წარმოადგინეს თავიანთი
წილი პრეზენტაციისა, კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული ამ
აქტივობაში. შექმნეს რესურსი, კედლის გაზეთი. ვრცლად ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ასევე ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ფილმებზე.
კითხვების დასმით მოსწავლეებმა იმსჯელეს ტექსტის ირგვლივ. ახსნეს სისხლის
სიმბოლური მნიშვნელობაც. პარალელი
გაავლეს თავიანთ ბებიებსა და ბაბუებთან, საუბრობდნენ
რომ ისინი ძალიან უყვართ და უნდა დააფასონ.
რამოდენიმე მოსწავლეს, აღმოჩნდა, რომ გარდაეცვალა ბაბუა/ბებია, მათ ისინი დიდი
გულისტკივილით და დიდი სიყვარულით
მოიხსენიეს.
შემდეგ აქტივობაში მოსწავლეებმა წერილობით
გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ.განსაკუთრებული სიყვარული ბაბუა ქიშვარდიმ დაიმსახურა, თავისი იუმორითა და
ბიჭისადმი გამოჩენილი სიყვარულის გამო.
განსაკუთრებით სახალისო გმირების როლის მორგება იყო,მოსწავლეებმა დაინაწილეს ეპიზოდები(
სამი ეპიზოდი )ყველა მოსწავლე ჩაერთო ამ აქტივობაში, ზოგმა ავტორის როლი მოირგო, გოგონებმა
ბებიის და ვაჟებმა ბიჭისა და ბაბუის. ცდილობდნენ,
რომ ჟესტიკულაციით, ხმით და ქცევებით
მიებაძათ და დამსგავსებოდნენ ნაწარმოების
პერსონაჟებს , თვით ნაწარმოებიც ხომ
იუმორით არის გაჯერებული, ამიტომ
უფრო სახალისო იყო. ნაწარმოების ეპიზოდის
პიესად დადგმით მოსწავლეებს
განუვითარდათ მხატვრული კითხვის უნარი, დაეუფლნენ სასცენო ხელოვნებას.
კლასში
შექმნილი იყო შესაბამისი გარემო,
რაც ძალიან დამეხმარა მუშაობაში, კლასი
გაფორმებული იყო ვიზუალურად სასცენო
წარმოდგენისათვის,
შექმნილი იყო XX საუკუნის 50-იანი წლების ,,გურული ოდის“ ტიპაჟი. ეს
ყოველივე კარგი საშუალება იყო მოსწავლეებს თავი
ეგრძნოთ არა საკლასო ოთაში,
არამედ უშუალოდ ნაწარმოების ერთ-ერთ გმირად.
მიმაჩნია,
რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა
ჩემსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი იყო, მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ
თავიანთ სათქმელს, არ დამჭირვებია ქცევის წესების
შეხსენება,დრო ფუჭად არ დაგვიკარგავს, აქტივობების შემდეგ ვაძლევდი განმავითარებელ
შეფასებებს, ხოლო გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა თვითშეფასების რუბრიკების მიხედვით
შეაფასეს საკუთარი თავი.
მე
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩატარებული გაკვეთილით,
მაგრამ შემდეგისათვის გაკვეთილის დაგეგმვისას უფრო ნაკლებ დროს დავუთმობ მე-2 აქტივობას
და მზად მექნება მოქმედი
გმირების სია და გეგმა, ასევე პრეზენტაციის დროსაც შევამცირებდი და უფრო მეტ დროს დავუთმობ
წერითი დავალების შესრულებას. მოსწავლეებმა ვერ დაასრულეს წერითი დავალება და უკმაყოფილო იყვნენ. ასევე შეფასებისთვის
მექნება მეტი დრო. შევძლებდით თითოეული მოსწავლის შეფასებასა და უკუკავშირის მოსმენას.
საბოლოოჯამში
კმაყოფილი ვარ ჩატარებული გაკვეთილით.
Комментариев нет:
Отправить комментарий