სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. თხილნარის
N2 საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი: გულიკო თურმანიძე
მოსწავლეთა ასაკი
: მე-8 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა : 4 კვირა ( მარტ_ აპრილი)
1. პროექტის სათაური: გვახსოვდეს 9 აპრილი
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაითავისებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის იმ გმირთა თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდბლობას.
3. თემის აქტუალობა: მოსწავლეები გაიაზრებენ
9 აპრილის მნიშვნელობას დამოუკიდებელი საქართველოსათვის, ასევე გაუღვივდებათ ამ დღეს დაღუპული გმირებისადმი პატივისცემა, შეისწავლიან საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, გაიზრდება მათში პატრიოტული
სულისკვეთება და სამშობლოს სიყვარული.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიაზრებენ ამ მნიშვნელოვან მოვლენას, განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, ესთეტიკური აღქმისა და მხატვრულ-შემოქმედებითი უნარები. გაუღვივდებათ ინტერესი სამშობლოს ისტორიის მიმართ, გაეცნობიან 9 აპრილისადმი შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიკაციებს, სტატიებს 3ა გამოსცემენ
კედლის გაზეთისა და პრეზენტაციის სახით.
5. მოსალოდნელი შედეგები: აუმაღლდებათ ცნობიერება საქართველოს დამოუკიდებლობის, ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების შესახებ, გაუღრმავდებათ სამშობლოს სიყვარული. მიეჩვევიან დაგეგმვას, საჯარო გამოსვლას, პრეზენტაციას და გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარები. თანამედროვე ისტ_ის საშუალებების გამოყენებისას გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის. ინფორმაციის მოძიებისას შეექმნებათ ბაზა, რომელსაც გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესებშიც და სხვა აქტივობებში.
6. პროექტის ძირითადი აქტივობები:
აქტივობები
|
განხორციელების ვადები
|
საჭირო ინვენტარი
|
პასუხისმგებელი პირი
|
იდეის ჩამოყალიბება,
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვა, პროექტში ისტორიის მასწავლებლის
ჩართვა
|
01.03.2019
|
საკლასო ოთახი,
|
კლასის დამრიგებელი,
|
ჯგუფების დაყოფა და განაწილება სხვადასხვა თემატიკის მიხედვით
( კედლის გაზეთზე მომუშავე ჯგუფი, მხატვრული კითხვის ჯგუფი, მკვლევართა ჯგუფი, ტექნიკური ჯგუფი) მათთვის დავალებების განაწილება
|
05.03.2019
|
საკანცელარიო
ნივთები, კომპიუტერი, ინტერნეტი,
ისტორიის სახელმძღვანელო,
ჟურნალ -გაზეთები ფოტოკამერა
|
კლასის დამრიგებელი,
|
მოძიებული მასალის (ლექსების, ისტორიული წყაროების,
ვიდეომასალის) შეკრება და მოსწავლეებისთვის განაწილება
|
15.03.2019
|
საკლასო ოთახი, კომპიუტერი,
პროექტორი, ინტერნეტი,
|
კლასის დამრიგებელი,
|
მოსწავლეების მუშაობის ეტაპობრივი შეფასება, მათი გამოკითხვა, მონიტორინგი და მითითებების მიცემა.
|
19.03.2019
22.03.2019
26.03.2019
29.03.2019
02.03.2019
|
საკლასო ოთახი,
კომპიუტერი,
პროექტორი, ინტერნეტი,
|
კლასის დამრიგებელი,
|
საჯარო პრეზენტაციის დაგეგმვა, ორგანიზება და პრეზენტაციისათვის მომზადება(სიმბოლური
ყვავილების დამზადება სამკერდე ნიშნად)კედლის
გაზეთის გაფორმება და საჩვენებელ ადგილას გამოკრა.
|
02.03.2019
05.04.2019
|
საკლასო ოთახი
კომპიუტერი,
პროექტორი, ინტერნეტი,
ფერადი თაბახის ფურცლები
|
კლასის დამრიგებელი,
|
საჯარო პრეზენტაციის გამართვა, (9 აპრილის ხსოვნის დღისადმი
მიძღვნილი წარმოდგენა)
მოსწავლეების შედეგებისა და პროექტში მონაწიელობისას მათი მიღწევების (მოძიებული მხატვრული ლიტერატურის
თავმოყრა და საზოგადოებისათვის წარმოდგენა.
|
08.04.2019
|
საკლასო ოთახი კომპიუტერი, ფოტოკამერა,
პროექტორი,
სანთლები.
|
კლასის დამრიგებელი,
|
7.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები: პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მერვე კლასის მოსწავლეები, ამ ასაკში მათ უკვე აქვთ მეტნაკლები წარმოდგენა 9 აპრილის ტრაგედიაზე
, მაგრამ მათი მწირი ცოდნა არ არის საკმარისი,
პროექტი ხელს შეუწყობს მათში ცნობიერების ამაღლებას.ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის შეურიგებელი ბრძოლის
მაგალითები სტიმულს მისცემს მათ პიროვნული დამოუკიდებლობის ბრძოლისავისაც, რაც აქტუალურია
დღეისათვის.
8. პროექტის მონიტორინგი და შეფასება: ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მქონდა მოსწავლეებთან ყოველკვირეული შეხვედრები, შესრულებული სამუშაოს ანალიზი, მითითებების მიცემა, მათ მიერ მოძიებული მასალის გადახედვა და მოსწავლეებთან ერთად ამ მასალის დახარისხება. ყოველი კვირის ბოლოს ვვარჯიშობთ ლექსების მხატვრულად კითხვაში.
9. მოსწავლეთა ჩართულობა: მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში, მოიძიეს მასალა 9 აპრილთან დაკავშირებით: ფოტოები,
დოკუმენტური ფილმები, ლექსები, სიმღერები. გამოსცეს კედლის გაზეთი და გააკრეს სკოლოს
თვალსაჩინო ადგილას. მოიპოვეს საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის საშუალებით, აგროვებდნენ ცნობებს და პუბლიცისტიკას,
მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიიდან. მხატვრულად დაამუშავეს ლექსები, წერილები, ციტატები,
ისტორიული მასალა. კვირის ბოლოს იკრიბებოდნენ და მასწავლებელთან ერთად აჯამებდნენ მიღწეულ შედეგებს. შედეგების ანალიზისას დაგროვილი მასალების საფუძველზე, მოსწავლეები თავად გეგმავენ საჯარო პრეზენტაციას და წარმოადგენენ საზოგადოების წინაშე.
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე:
პროექტის განხორციელებით მივაღწიეთ დასახულ მიზნებს: მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით გააკეთეს მონახაზი საქართველოს ისტორიული წარსულისა, გაიხსენეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირები, მათ
მიერ მოძიებული ინფორმაცია კლასში ჯგუფებმა ერთმანეთს გააცნეს და გაიღრმავეს ცოდნა
საქართველოს უახლესი ისტორიის, 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. ისწავლეს გუნდური თანამშრომლობა,
პრეზენტაციის უნარი, ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში
ეტაპობრივად ვაკვირდებოდი მოსწავლეების მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ვეხმარებოდი
ინფორმაციის მოძიებაში, დახარისხებაში და პრეზენტაციის მომზადებაში, საკმაოდ რთული
აღმოჩნდა ყველა მოსწავლის ჩართვა პროექტის ყველა ეტაპზე, მაგრამ თვითონ
მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარ ჯგუფებში ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა,
შესაბამისად დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ჯგუფური მუშაობის დონე საკმაოდ მაღალი
იყო.
პროექტის ყველა აქტივობა წარმატებით წარიმართა,
მიუხევად იმისა, რომ ინფორმაციის წყაროებზე მოსწავლეებს მე მივუთითე, მათთვის
მაინც სახალისო იყო მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და კლასის წინაშე
წარმოდგენა, ასევე კედლის გაზეთის შედგენა. მათ მიერ მომზადებული, როგორც
პრეზენტაციები, ასევე კედლის გაზეთი „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ ვიზუალურადაც და
ტექსტობრივადაც საინტერესო იყო. კედლის გაზეთი მოსწავლეებმა გამოაკრეს სკოლის
შემოსასვლელში და მთელი სკოლის მოსწავლეებისათვის იყო თვალშისაცემი და საინტერესო
საკითხავი.
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ პროექტის მასშტაბი და დრო უკეთესად გავთვალო,
რადგან მოსწავლეებს არ ეყოთ განსაზღვრული დრო, მასალა, მოგეხსენებათ, ვრცელია თანაც საინფორმაციო ტექსტების
დამახსოვრება უჭირთ მოსწავლეებს, მიუხედავად ამისა, მათში ცნობიერება ამ დღისადმი
ამაღლდა.
https://drive.google.com/file/d/1bPKHspDQBFuLaFNt2UAsrO5pOH0SRwKy/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1bPKHspDQBFuLaFNt2UAsrO5pOH0SRwKy/view?usp=sharing
Комментариев нет:
Отправить комментарий