четверг, 20 июня 2019 г.

კვლევა

https://drive.google.com/drive/my-drive



სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

„საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება მე-6 კლასის მაგალითზე“
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულიკო თურმანიძე









2019  წელი

სარ ჩევი








შესავალი

 აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პედაგოგიური  კვლევის ანგარიშს   თემაზე: „საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება  მე-6 კლასის მაგალითზე“.  ჩემი კვლევის მიზანი იყო საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება სსიპ ხელვაცაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებში. ამ კონკრეტული თემის შერჩევა განაპირობა ჩემ მიერ პრობლემის იდენტიფიცირებამ და დიაგნოსტირების ეტაპზე გამოკვეთილმა პრობლემებმა.
პრაქტიკის კვლევის ფარგლებში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა სკოლაში 2019 წლის 6თებერვლიდან  2019 წლის 22 მაისის ჩათვლით,  აღნიშნული კვლევა ეფუძნება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძვლებს.
პრობლემის საფუძვლიანი შესწავლისთვის, დიაგნოსტირების ეტაპზე გამოვიყენე კვლევის თვისებრივი მეთოდი, კონკრეტულად ფოკუს-ჯგუფი კოლეგებთან. დიაგნოსტირების ეტაპზე ასევე მოხდა მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარის შემოწმება, როგორც მხატვრული ტექსტის, ისე საინფორმაციო ტექსტის შემთხვევაში.
ინტერვენციების შეფასების ეტაპზე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, კერძოდ, კვლევაში ჩართული მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი პოზიტიურად შეიცვალა. მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარი გაუმჯობესდა, ასევე მოსწავლეების მიდგომები და სტრატეგიები საინფორმაციო ტექსტთან მუშაობის კუთხით გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.
ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ რა არის პრობლემა, ინტერვენციები იყოს სახალისო და საინტერესო, ხოლო ტექსტები  მათ ინტერესებზე მორგებული.
ძირითადი საკვანძო სიტყვები: გაგება-გააზრების უნარი, მხატვრული ტექსტი, საინფორმაციო ტექსტი



სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

თანამედროვე საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს ადამიანს. იყო წარმატებული, ნიშნავს აკმაყოფილებდე იმ მოთხოვნებს, რომელსაც წინააღმდეგობებით აღსავსე 21-ე საუკუნე გვიყენებს. გლობალიზაციის პროცესში, ზღვა ინფორმაციის ფონზე რთულია, ადამიანმა სწორი ორიენტირი აიღოს და შეძლოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება. სწორედ ამიტომ არის წიგნიერება აღიარებული ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციად. მათგან ყველაზე მიღებული და დამკვიდრებულია წიგნიერების განმარტება, რომელიც გულისხმობს კითხვის, წერის, პრობლემური სიტუაციების გადაჭრის, ადაპტირების, გადაწყვეტილებების მიღების, იდეების და მოსაზრებების გამოთქმის, არგუმენტირების, პრეზენტირების, ინფორმაციის ანალიზის უნარს, რომელიც ვითარდება ადამიანის მიერ შეძენილი ცოდნის საფუძველზე. (ე.ს.გ. 2011-2016, 36-37)
მოსწავლეებში ტექსტის გაგება-გააზრების უნარს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩატარებულ მრავალ კვლევას შორის ერთ-ერთი ფართო მაშტაბიანი კვლევის PIRLS  შედეგები  ადასტურებს, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მეტად უჭირთ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება, ვიდრე მხატვრული ტექსტის. ამ მხრივ არც ჩვენი მოსწავლეები არიან გამონაკლისი.
ისევე,  როგორც 2006 წლის კვლევაში, ქართველ ბავშვებს მხატვრული ტექსტების გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებელი აქვთ (სკალირებუი საშუალო-491), ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში (სკალირებული საშუალო -482), თუმცა ორივე შემთხვევაში ეს შედეგები სტატისტიკურად ჩამორჩება PIRLS-ის საერთაშორისო სკალირებულ საშუალოს(500). (კუტალაძე 2013, 44)
საყურადღებოა, ის ურთიერთობა, რომელიც არსებობს მკითხველსა და ტექსტს შორის. თუ საკუთარ გამოცდილებას გავიხსენებ, მარტივად მახსენდება ისეთი ტექსტები, რომლის გაგება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა მახსენდება ისეთი ტექსტებიც, რომლის გაგება-გააზრების პროცესში დახმარება დამჭირვებია. მქონია შემთხვევაც, როდესაც ტექსტის წაკითხვისას მისი სირთულის გამო, აზრის გაგების მაგივრად უარყოფითი ემოცია გამჩენია.
აქედან გამომდინარე სამი სხვადასვხა სირთულის ტექსტი გამოვყოთ, ესენია:
§  დამოუკიდებელი კითხვისთვის შესაფერისი ტექსტი;
§  სასწავლო ანუ ახსნა-განმარტებით საკითხავი ტექსტი;
§  ფლუსტრაციული ანუ ტექსტი, რომელიც აღქმის სირთულის გამო მკითხველში იწვევს დაძაბულობას და დაბალ თვითშეფასებას.
„ამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესში მასწავლებელმა მოსწავლეებს შესაბამისი სირთულის ტექსტები შესთავაზოს, რისთვისაც ის კარგად უნდა ფლობდეს მოსწავლეთა კითხვის უნარების დიაგნოსტიკის, კლასისა და სასწავლო  პროცესის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს საშუალება ეძლევა იმუშაოს მისი ინტერესებისა და ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით შერჩეულ ტექსტებტან, წარმატების მნიშვნელოვანი საფუძლელია“ (ბესელია და პაპავა, 2011, 9)
რა არის ტექსტის გაგება-გააზრება და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის? ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული წარმოდგენა ასეთია: თუ სიტყვები იცი, წინადადებასაც გაიგებ. რასაკვირვირველია, სიტყვების გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექსტის გააზრების პროცესში, თუმცა, ეს საკმარისი არაა. კითხვა გააზრების გარეშე კითხვა არ არის. დავფიქრდეთ, რა განსხვავებაა სიტყვების წაკითხვასა და ტექსტის გაგება-გააზრებას შორის. მაშინაც კი როდესაც მოსწავლე ცნობს ყველა სიტყვას (ავტომატურად შიფრავს ორთოგრაფიულ ხატს) და თითოეულ მათგანს მყისიერად ანიჭებს შესაბამის მნიშვნელობას, ხშირ შემთხვევაში გამთლიანებული, კონკრეტული აზრის ჩამოყალიბებას მაინც ვერ ახერხებს. ამ მოვლენას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:
§  მოსწავლე იმდენად დიდ  ენერგიას ხარჯავს სიტყვების ამოცნობასა და „გაბგერებაზე“, რომ მათი მნიშვნელობა „ეკარგება“ (გაუწაფავი კითხვა);
§  მოსწავლეს იმდენად არ აინტერესებს ტექსტის თემა და შინაარსი, რომ ვერ ახერხებს მასში გადმოცემულ ინფორმაციაზე კონცენტრირებას (მოტივაციის არქონა);
§  ტექსტი იმდენად რთულია ლექსიკური, სინტაქსური ან კონცეპტუალური კუთხით, რომ მოსწავლე ვერ ახერხებს აზრების გამოტანას და ერთამანეთზე გადაბმას (მოსწავლის კითხვის დონესა და ტექსტის კითხვადობას შორის შეუსაბამობაა); (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, 2015)
გაგება-გააზრებაზე ოთხი ფაქტორი ზემოქმედებს, ესენია: მკითხველი, ტექსტი, მიზანი, სიტუაციური კონტექსტი/გარემო.
§  მკითხველი არის სუბიექტი, რომელიც ჩართულია გაგება-გააზრების პროცესში;
§  ტექსტი არის საკითხავი მასალა, რომელსაც იაზრებს მკითხველი;
§  მიზანი გულისხმობს გააზრების ამოცანას, რომლის შესრულებასაც ცდილობს მკითხველი და იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ამისთვის იყენებს;
§  კონტექსტი არის იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომელშიც მიმდინარეობს კითხვის პროცესი. (საქართველოს განათლების პროექტი 2015, 213)
გააზრება სამ სხვადასხვა დონეზეა წარმოდგენილი:
§  სიტყვვასიტყვით გაგების დონეზე;
§  ანალიზისა და დასკვნის გამოტანის დონეზე;
§  კრიტიკული შეფასების დონეზე;

გაგება-გააზრებისთვის მკითხველმა უნდა შეძლოს ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაცია, რაც მოითხოვს: ნაცნობი სიტყვების მყისიერად ამოცნობას და მათი შინაარსის გახსენებას; უცნობი სიტყვების წამიერად გაშიფვრასა და მათთვის შესაბამისი მნიშვნელობის მინიჭებას; მოცემული მინიშნებების/გასაღების ამოცნობასა და გამოყენებას; წინადადებეში გადმოცემული აზრების ერთმანეთთან დაკავშრებას; ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის დაკავშირებას საკუთარ გამოცდილებასთან; წაკითხულის გასააზრებლად სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას, როგორიცაა: ვიზუალიზება, კითხვის დასმა, მთავარი იდეის გამოკვეთა, ტექსტის აბზაცებს შორის მიმართებების დადგენა, სხვადასხვა დონის დასკვნების გაკეთება, ვარაუდების გამოთქმა, შეჯამება და ა. შ  (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, 2015)
მარზანოს წიგნი „ეფექტური სწავლება სკოლაში“, სადაც წარმოდგენილია მეთოდები კითხვის სწავლების მიმართულებით. მარზანო მნიშვნელოვნად თვლის მოსწავლეებისთვის „მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას“, ის აღნიშნავს, რომ მსგავსებებისა და განსხვავებების დადგენა (იდენტიფიკაცია) ადამიანის აზროვნების ბაზისური პროცესია. შესაბამისად, მოსწავლის მიერ საგნებს, მოვლენებს და იდეებს შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა, სწავლის „ქვაკუთხედად“ არის აღიარებული. ამ მიზნის
მისაღწევად კი ყველაზე მარტივი გზა არის ასეთი მსგავსებისა და განსხვავების
აღმოჩენაში მოსწავლეების დახმარება და საწყის ეტაპზე მათთვის ამ მსგავსებებისა და
განსხვავებების სწავლება. (მარზანო, 2009) მარზანო ასევე აქცენტს აკეთებს შეჯამებაზე, ჩანაწერების გაკეთებასა და მათ მნიშვნელობაზე: შეჯამება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ მიღებული ინფორმაციის მოკლე, შეჯამებული (სინთეზური) ფორმით გადმოცემა და გაზრება. ეფექტური შეჯამებისთვის საჭიროა: მიწოდებული ტექსტიდან მოსწავლეებმა ინფორმაციის ნაწილი წაშალონ, ნაწილის პერიფრაზირება (საკუთარი სიტყვებით გადმოცემა) მოახდინონ და ნაწილი დატოვონ. ამისთვის კი აუცილებელია მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ შესაჯამებელი ტექსტის არსი, რათა ზუსტად განსაზღვრონ, ინფორმაციის რა ნაწილია წასაშლელი, ჩასანაცვლებელი და/ან
დასატოვებელი. ინფორმაციის შეჯამებისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებს
ესმოდეთ ტექსტის სტრუქტურა, ანუ რა ნაწილებისაგან შედგება ტექსტის შესავალი,
ძირითადი ნაწილი, დასკვნა, თუ სხვა. (მარზანო, 2009) მარზანო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერებას და მისი წარმატების აღიარებას. მისი აზრით თუ მოსწავლე სათანადოდ არ არის მოტივირებული, მხოლოდ მეთოდების მრავალფეროვნება არ მოგვცემს სასურველ შედეგს.
განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ იმ მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრება, რომლებიც ვერ აცნობიერებენ საკუთარი ძალისხმევის გავლენას
საბოლოო წარმატებაზე, ყოველთვის შედარებით დაბალია და ამ მოსწავლეებს სწავლის
ნაკლები მოტივაცია აქვთ. შესაბამისად, მოსწავლეს რომ სწავლის მაღალი მოტივაცია
გააჩნდეს, აუცილებელია მას განუმტკიცდეს რწმენა, რომ მისი ძალისხმევა ყოველთვის
დაფასდება და მასწავლებლისგან ადეკვატურ შეფასებას მიიღებს. ამ რწმენის გაღვივება
კი უშუალოდ მასწავლებლის მოვალეობაა. (მარზანო, 2009)
ასევე მნიშვნელოვან მეთოდებს და სტრატეგიებს გვთავაზობს სილვერი, მორისი და      კლეინი ერთობლივ ნაშრომში „Reading for Meaning” მასწავლებლებს სთავაზობენ სტრატეგიას „კითხვა გაგებისთვის“, რომელიც დაეფუძნა ტექსტის სიღრმისეულად გაგების უნარის მქონე კარგი მკითხველისთვის დამახასიათებელი თვისებების კვლევის ძირითად მიგნებებს. ეს სტრატეგია მეტია ვიდრე უბრალოდ კითხვის სტრატეგია და მისი გამოყენება ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც მიაღწიონ კითხვის ექვს საკვანძო მიზანს:
მიზანი N1 - ძირითადი იდეის წვდომა
კითხვა გაგებისთვის ეხმარება მოსწავლეებს გამოკვეთონ ძირითადი იდეები, როდესაც
ისინი მკაფიოდ გაცხადებულია ტექსტში, იპოვონ ძირითადი იდეები, რომლებიც
დაფარულია ტექსტში ან გამოიყენონ ძირითადი იდეები მნიშვნელოვანი დეტალების
მოსანიშნად.
მიზანი N2 - მტკიცებულებების მოძიება და შეფასება კითხვა გაგებისთვის კითხვის სხვა სტრატეგიებთან შედარებით ყველაზე მეტად ანიჭებს მნიშვნელობას მტკიცებულებებს. მოსწავლე სწავლობს როგორ გამოსცადოს/გადაამოწმოს გაცხადებული ფაქტი/არგუმენტი ტექსტის დეტალური განხილვით (ან სხვა ინფორმაციის წყაროს საშუალებით) იმისათვის, რომ დაადასტუროს ან უარყოს ეს არგუმენტი.
მიზანი N3 - მყარი არგუმენტირების და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას და მტკიცებულებებს,
უნდა შეძლონ საკუთარი მიგნებების გადაქცევა ისეთ მკაფიო არგუმენტებად და
შთამბეჭდავ ინტერპრეტაციებად, რომლებიც უპასუხებენ კითხვებს: „რა ხდება აქ?“,
„როგორ ფიქრობ?“, „რა მაგალითები ან/და მტკიცებულებები შეგიძლიათ მოიყვანოთ
თქვენი იდეის გასამყარებლად?“.
მიზანი N4 - მოსწავლეებისთვის „ჩანიშვნების კეთების“ უნარის განვითარება
კითხვა გაგებისთვის ითვალისწინებს „ჩანიშვნების კეთების“ მარტივ, მაგრამ ეფექტურ
ტექნიკას, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთისგან განასხვავონ
საკვანძო და უმნიშვნელო ან შეუსაბამო ინფორმაცია.
მიზანი N5 - მოსწავლეების წერითი უნარების განვითარება კითხვა გაგებისთვის სტრატეგია, მტკიცებულებებზე, არგუმენტებზე და დამოკიდებულებებზე აქცენტირებით, იდეალური სტრატეგიაა, მოსწავლეებში დამაჯერებელი წერის უნარების გასაუმჯობესებლად.
მიზანი N6 - მოსწავლეების გონების თვისებების განვითარება. ინტელექტუალური ქცევის და ფიქრის განმსაზღვრელი მახასიათებლების რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად გამოყვეს  „გონების თვისება“. მოსწავლეებში ამ მახასიათებლების გაუმჯობესებით, ვასწავლით მათ საკუთარი გონების უკეთ გამოყენების ხერხებს, რითიც ვუზრდით მათ მომავალში წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს. საკლასო ოთახში კითხვა გაგებისთვის სტრატეგიის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს გონების თვისებების გაუმჯობესებაში, როგორიცაა: მოქნილად ფიქრი, ფიქრზე ფიქრი (მეტაკოგნიცია), ძველი ცოდნის ახალ სიტუაციებთან დაკავშირება, ყურადღებით და თანაგრძნობით მოსმენა და ურთიერთდამოკიდებული ფიქრი.  (Sylver, Morris and Klein, 2010)


სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარება გადავწყვიტე მეექვსე კლასში, რომელსაც უკვე მეორე წელია ვასწავლი. კლასში  სწავლობს 12 მოსწავლე, 6 გოგონა და 6 ვაჟი. სქესთა ბალანსი დაცულია. კლასი საშუალოზე დაბალი  სტატისტიკური მოსწრებისაა, სადაც ნახევარი საშუალო მონაცემებით  გამოირჩევა, ხოლო ნახევარს  უჭირს სტანდარტის მოთხოვნების დაძლევა.
მოსწავლეებს აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება და მათი ქცევაც არის ხელისშემშლელი სასწავლო პროცესისთვის, ვმუშაობ კლასის მართვის სტრატეგიებზეც, რომ ამ მიმართულებითაც გამოსწორდეს მოსწავეების მდგომარეობა.
კლასის მართვის ეფექტურობას განაპირობებს ზუსტად გაწერილი ქცევის წესები, რომელიც ყველა მოსწავლისათვის მისაღები იქნება და რომელსაც მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებენ,  ყოველგვარ დარღვევაზე კი ადეკვატურ უკუკავშირს მიიღებენ.ასჯა ყველაზე ცუდი ფორმაა დისციპლინის შესანარჩუნებლად, თუმცა მასწავლებელთა უმრავლესობა სწორედ ამ ხერხს მიმართავს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ წესების სისტემატურად დაცვა, რადგან სხვა შემთხვევაში წესებს ყურადღებას არავინ მიაქცევს (კობახიძე 2010).
იქიდან გამომდინარე რომ მოსწავლეებს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ პლიუს არც კარგი ქცევით გამოირჩევიან, გადავწყვიტე ჩემი კვლევის ობიექტად სწორედ ეს კლასში შემერჩია და გამეუმჯობესებინა მათი სწავლის ხარისხი.
საკვლევი საკითხი შევარჩიე მისი აქტუალობიდან გამომდინარე. ვინაიდან, ვთვლი, რომ ისეთ გარემოში, რომელშიდაც ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრება უწევს, ზღვა ინფორმაცის ფონზე,   მნიშვნელოვანია  ამ ინფორმაციიდან საჭირო და მთავარი აზრის გამოტანა, გაგება  და გამოყენება ვასწავლოთ. ამ უნარების განვითარებაზე ბავშვებთან დაწყებითი კლასიდანვე  უნდა ვიზრუნოთ მასწავლებლებმა. განსაკუთრების მნიშვნელოვანია მე-6 კლასისთვის, ვინაიდან ისინი დაწყებითი საფეხურიდან გადადიან საბაზო საფეხურზე და მასალაც და მისი შინაარსი გაცილებით რთული და მოცულობითი იქნება.
საკვლევი თემა  შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: „საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება მე-6 კლასის მაგალითზე“ გადავწყვიტე მეკვლია მოსწავლეებში ამ კომპონენტის მდგომარეობა, არსებული სირთულეები, მათი გამომწვევი მიზეზები და ამ გზების ეფექტურობა, რომლებიც შევარჩიე კვლევის ფარგლებში.
შესაბამისად, განვსაზღვრე კვლევის მიზანი:  „საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება მე-6 კლასის მაგალითზე“
კვლევის დასაწყისში გამოიკვეთა გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც დადასტურდა კვლევის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდგომ.  კერძოდ,
1.    საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების სირთულე უფრო აქვთ მოსწავლეებს, ვიდრე მხატვრული ტექსტის.
2.    საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაზე მუშაობამ, კონკრეტული მიზანზე მორგებული აქტივობებით, გააუმჯობესა მოსწავლეების შედეგები.

პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად ჩამოვაყალიბე კვლევის მნიშვნელოვანი კითხვები:

§  რა იწვევს მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემას?
§  როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეეებში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარი?
§  როგორ უნდა დაიგეგმოს მასწავლებლის მიერ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესი?
§  რომელი აქტივობები უწყობს ხელს საინფორმაციო ტექტის გაგება-გააზრებიის უნარის განვითარებას ჩემ მიერ შერჩეულ კლასში?

ფოკუს-ჯგუფის დროს მასწავლებლებთან რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა:
§  მოსწავლის ინტერესებზე მორგებული ტექსტების შერჩევა;
§  ტექსტებზე მუშაობის მეთოდების და აქტივობების სიმცირე;
§  მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია კლასგარეშე ლიტერატური კითხვის მიმართ;

კვლევის  ეთიკა

პედაგოგიური კვლევის ეთიკა გვავალდებულებს გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: კერძოდ,
1.    მშობელთა ინფორმირება, რომ კვლევაში ჩართული ცდის პირები-მოსწავლეებისთვის კვლევაში მონაწილეობა არ შეიცავს არანაირ საფრთხეს;
2.    ასევე ინფორმირება, როგორი იქნება კვლევის მიმდინარეობა, რა სახის ინტერვეციებს  ვგეგმავდი კვლევის პროცესში;
3.    კონფიდენციალობის დაცვა- არ გასაჯაროვდება მოსწავლეთა პირადი მონაცემები, კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნებისთვის;
      ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მე-6 კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც ჩემ საკვლევ საკითხს უკავშირდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან კონკრეტულ ინდიკატორებს:
მიმართულება: კითხვა
ქართ.დაწყ.(II).6.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა, გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით.
ქართ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვიგამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(II).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკური და სემანტიკური მახასიათებელების, სტრუქტურულ-კომპოზიციური ელემენტებისა და ენობრივ-გამომსახველობითი ფორმების ამოცნობა.
ქართ.დაწყ.(II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები

კვლევის საწყისს ეტაპზე გავესაუბრე ჩემ კოლეგებს და ვუთხარი, რომ მათთან მინდოდა ფოკუს-ჯგუფის გაკეთება. მაინტერესებდა ისინი როგორ უმკლავდებოდნენ  მსგავს პრობლემას, რა სტრატეგიებს და მეთოდებს იყენებდნენ  წიგნიერების დონის გაუმჯობესებისთვის თავის მოსწავლეებთან. პრაქტიკის კვლევა ასევე გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევრებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. (ე.ს.გ. 2011-2016)
ჩემი კოლეგისგან მივიღე საკმაოდ საინტერესო და საჭირო რჩევები, რომლებიც მნიშვნელოვნად დამეხმარა კვლევის ინტერვენციების დაგეგმვის დროს. მათთან საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ ეს კლასი არა მხოლოდ ქართულზე, სხვა საგნებზედაც არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით და კარგი ქცევით. სირთულე აქვს თითქმის ყველა მასწავლებელს ამ კლასთან მუშაობისას. უჭირთ სხვადასხვა საგანში ტექსტებიდან ინფორმაციის გამოტანა. მასწავლებლები თვლიან, რომ ეს კვლევა ამ კლასისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოსწავლეთა მოტივაციაზე და აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება. თვლიან, რომ კარგი იქნება მათთვის სასწავლო პროცესი იყოს მრავალფეროვანი სხვადასხვა მეთოდით და აქტივობით გამდიდრებული, რომელიც მიმზიდველს და საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს, ვინაიდან სტანდარტულ სასწავლო გარემოში ეს ბავშვები ვერ ახერხებენ ინტერესით ჩაერთონ სასწავლო პროცესში და გაიუმჯობესონ აკადემიური უნარები და ასევე მოუწესრიგდეთ ქცევაც. მასწავლებლები მზადყოფნას გამოთქვამენ კვლევის პროცესში დახმარებასა და თანამშრომლობაზე.
შევხვდი მშობლებს და მივაწოდე ინფორმაცია კვლევის ჩატარების შესახებ, ავუხსენი რომ კვლევაში მონაწილეობა არ შეიცავს არანაირ საფრთხეს მათი შვილებისთვის და ასევე მათი შვილების პირადი მონაცემები არის კონფიდენციალური და  კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნებისთვის.

მეთოდოლოგია

ჩემ მიერ გაკეთებული კვლევის მეთოდოლოგიად ავირჩიე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები, მოსწავლეებთან მუშაობისას ანკეტირებას ვაკეთებდი ეტაპობრივად, ჩავატარე ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები როგორც მასწავლებლებთან, ასევე სამიზნე კლასთან.
  საკვლევი თემიდან გამომდინარე, კვლევის პირველ ეტაპზე დავამუშავე მეორადი მონაცემები მოსწავლეთა შეფასებებზე საინფორმაციო ტექსტების გავლენის შესასწავლად.  შემდეგ ეტაპზე გამოვიკვლიე მე-6 კლასის საჭიროებებისა და მოლოდინები საინფორმაციო ტექსტების კითხვის სირთულესთან დაკავშირებით. შევისწავლე მოსწავლეთა ინტერესები და მათი პოტენციალი. ხოლო დასკვნით ეტაპზე მოხდა შერჩეული ინტერვენციების შედეგებისა და ეფექტურობის კვლევა.
     საკითხის შესწავლის მიზნით გამოვიყენე თვისებრივი კვლევის მეთოდები. ამ ტიპის მეთოდებით კვლევამ მომცა შესაძლებლობა მეტად რელევანტურად გამომეკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ასპექტები და კვლევის პროცესში შემეტანა ცვლილებები საჭიროებიდან გამომდინარე.
      თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტებად გამოვიყენე ფოკუს-ჯგუფი და ტესტირება. რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტებად გამოვიყენე შერეული ტიპის კითხვარი და ასევე მეორად მონაცემთა ანალიზი.
       თვისებრივი კვლევის მეთოდის (ტესტირების) გამოყენებით გამოვიკვლიე მე-6 კლასის მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაში ხელშემწყობი და პრობლემური საკითხები. ფოკუს ჯგუფი ჩატარდა ჩემი სკოლის მასწავლებლებთან. ფოკუს ჯგუფისათვის წინასწარ მქონდა შემუშავებული სტრუქტუირებული კითხვები. დანართ 1-ში მითითებული კითხვარის შესაბამისად.

დიაგნოსტირების ეტაპი

დიაგნოსტირების ეტაპი შემდეგი თანმიდევრობით წარვმართე:
1.      მასწავლებლებთან ფოკუს-ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომლის მთავარი მიზანი იყო გამეგო, როგორ მუშაობდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები მათ საგნებში და ასევე სხვა ქართულის მასწავლებლებისგან, მსგავს პრობლემასთან მუშაობის  მეთოდების და აქტივობების გაგება. კონკრეტულად რაში ჰქონდათ პრობლემა და როგორ მუშაობდნენ ამ პრობლემის მოგვარებაზე.(იხ.დანართი N1)
2.      ჩავატარე მე-6 კლასში ტესტირება. ტესტირება მოიცავდა ორ ეტაპს. ტესტირებისთვის გამოვიყენე G-PRIED-ის სასწავლო მასალა (იხ. დანართი N4 ) პირველ ეტაპზე მაინტერესებდა, რომელი სახის ტექსტებზე მემუშავა, მხატვრულზე თუ საინფორმაციოზე, სად ჰქონდათ უფრო მეტი პრობლემა. პირველი დიაგნოსტირების შედეგებმა აჩვენა რომ მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის გაგება გააზრებაში უფრო მეტი პრობლემა ჰქონდათ. ხოლო მეორე ეტაპის მიზანი იყო გამეგო საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებისას კონკრეტულად რა წარმოადგენდა მათთვის პრობლემას, რომ ინტერვენციებიც ამის შესაბამისად დამეგეგმა. დიაგნოსტირების ორივე ეტაპზე მოსწავლეები თანაბარი რაოდენობით და მათთვვის ბუნებრივ გარემოში იმყოფეოდნენ.


მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებები

    ამ ნაწილში მიმოვიხილავ დიაგნოსტირების ეტაპზე მიღებული შედეგების ანალიზისას გამოკვეთილ მთავარ საკითხებს და ძირითად მიგნებებს.
    დიაგნოსტირების პირველ ეტაპზე ჩავატარე ცალკე მხატვრული ტექსტის გაგება- გააზრების ტესტი და ცალკე საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების ტესტი, რადგან, როგოც ზემოთაც აღვნიშნეთ, საერთაშორისო კვლევის (PIRLS) შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსწავლეებს უფრო მეტად უჭირთ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.
აქ წარმოგინდენთ დიაგნოსტირების ეტაპზე გაკეთებული ტექსტების ტესტირების შედეგებს, როგორც მხატვრული, ასევე საინფორმაცი ტექსტისას. დიაგრამის სახით, რომელიც ასე გამოიყურება:
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების ტესტირების შედეგები:
დიაგრამა N1

დიაგრამა N2
საინფორმაცი ტექსტის გაგება-გააზრების ტესტირების შედეგები:
როგორც დიაგრამიდან ჩანს მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტში უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ ვიდრე, საინფორმაციო ტექსტში. თავად საინფორმაცი ტექსტში კი გაუჭირდათ აბზაციდან ძირითადი აზრის გამოკვეთა და ასევე მთლიანი ტექსტის ძირითადი აზრის განსაზღვრა.  შესაბამისად, გადავწყვიტე ინტერვენციები საინფორმაციო ტექტებზე დამეგეგმა, რომელიც ამ კონკრეტული სირთულეების აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული.  იქიდან გამომდინარე მე-6 კლასის შესაბამისი საინფორმაციო ტექსტი სულ ათი იყო  G-PRIED-ის სასწავლო რესურსებში, გადავწყვიტე გამომეყენებინა მე-5 კლასის საინფორმაციო ტექსტებიც. მეხუთე კლასიდან ავიღე ის ტექსტები, რომლებიც მოსწავლეებს აინტერესებდათ სათაურების მიხედვით. მეხუთე კლასის საინფორმაციო ტექსტების აღების კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩემ მოსწავლეებს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ და შესაბამისად, გადავწყვიტე კარგი იქნებოდა კვლევის საწყის ეტაპზე შედარებით მარტივი ტექსტები შემეთავაზებინა. თავად მეხუთე კლასის საინფორმაციო ტექსტების კითხვების რაოდება, ტექსტის მოცულობა  არ განსხვავდება მეექვსე კლასისგან და კითხვათა შინაარსიც ანალოგიურია. განსხვავება ტექსტის მხოლოდ მცირე სიმარტივეშია.


ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება

დიაგნოსტირების ეტაპის  შემდეგ შევიმუშავე  საკვლევ ჯგუფთან მუშაობის ფორმატი. ინტერვენციების დაგეგმისას გამოვიყენე  G-PRIED-ის საინფორმაციო ტექსტები.  2 ტექსტი იყო მეხუთე კლასის დონის შესაბამისი, ხოლო  8 ტექსტი იყო მე-6 კლასის შესაბამისი.  განვსაზღვრე ამ ტექსტებზე მუშაობის  მეთოდები.
კვლევაზე მუშაობა დავიწყე 2019 წლის 6 თებერვლიდან  და გაგრძელდა 22 მაისამდე. სულ 15 კვირა. პირველი კვირა დაეთმო პრობლემის შერჩევას და კითხვარის შემუშავებას, შემდეგ მოხდა ფოკუს-ჯგუფები მასწავლებელთან, ამის შემდეგ მოხდა  დიაგნოსტირება ანუ პრე-ტესტის გაკეთება.  მე-3 კვირადან მე-12 კვირის ჩათვლით, ანუ სულ ჯამში 10 კვირა მიმდინარეობდა უშუალოდ ინტერვენციების პროცესი. მე-13 კვირას გვქონდა   პოს-ტესტი, მე-14 კვირას მონაცემთა ანალიზი, ხოლო 15 კვირას მონაცემების ანალიზის საფუძველზე ჩემი და მოსწავლეების შედეგების გაცნობა პრეზენტაცია, სკოლის მასწავლებლებთან და დირექციასთან. (მარტის არდადეგების გამო ერთი კვირა ამოვარდა)   
კვირაში  ერთი დღე-ოთხშაბათი ავირჩიეთ საინფორმაციო ტექსტებზე სამუშაოდ.  გაკვეთილი იყო საინტერესო და ბევრად პროდუქტიული, ვიდრე დანარჩენი კლასიკური გაკვეთილები. ტექსტებზე ვმუშაბდით წინასწარ შერჩეული მეთოდოლოგიით და პრობლემაზე მორგებული აქტივობებით. (იხ. დანართი N4)
ინტერვენციების ჩარჩო:
2019 წლის 20 თებერვლიდან  პირველ მაისის ჩათვლით, კვირაში ერთი საათი:
10 კვირა (10 საათი)
I-კვირა (1საათი) ვამუშავებთ ტექსტს „ოჰ, ეს მაკდონალდსი“, „აბზაცის ერთი წინადადებით  შეჯამება“  მეთოდით, ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ ტექსტში თანდართულ კითხვებს;
შენიშვნა: ტექსტი არის მეხუთე კლასის დონისთვის შესაბამისი

II-კვირა (1 საათი) ვამუშავებთ ტექსტს „ დისნეის სამყარო“, ვიცოდი გავიგე, მინდა ვიცოდე“  მეთოდის გამოყენებით, ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ თანდართულ შეკითხვებს.
შენიშვნა: ტექსტი არის მეხუთე კლასის დონისთვის შესაბამისი

III-კვირა (1საათი)  ვამუშავებთ ტექსტს  „ნაყინის ისტორია“, „დაამყარე კავშირი“ და „ცოცხალი ქვიზი“ მეთოდის გამოყენებით;

IV-კვირა (1საათი)  ვამუშავებთ ტექსტს „ობი, სასარგებლოც და საზიანოც“,  „მიუბრუნდი ისაუბრე“ და „რეზიუმე/შეჯამება“ მეთოდების გამოყენებით;

V-კვირა(1საათი) ვამუშავებთ ტექსტს  „სუნამოს ისტორია“, „პარალელების გავლება/ კავშირის დამყარება“ და რეზიუმე/შეჯამება“  მეთოდების გამოყენებით;

VI-კვირა(1საათი) ვამუშავებთ ტექსტს  „ყველასთვის საყვარელი კოკაკოლა“, „დაფიქრდი/დაწყვილდი/გაუზიარე“  მეთოდის გამოყენებით, ტექსტის დამუშავების შემდეგ პასუხობენ კითხვებს, რომელიც ტექსტს აქვს თან დართული;

VII-კვირა(1საათი) ვამუშავებთ ტექსტს  „ აბრეშუმი-ბოჭკოთა დედოფალი“,  გავიგე/ვერ გავიგე“ მეთოდით, ბოლოს მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს, რომელიც თან ახლავს ტექსტს;

VIII-კვირა (1საათი) ვამუშავებთ ტექსტს  „მარაბდას ბრძოლა“  3-2-1 ვარიაციები“ მეთოდის გამოყენებით, ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, რომელიც თან ახლავს ტექსტს;

IX-კვირა (1საათი) ვამუსავებთ ტექსტს „ხმელეთის თევზები“,  „ურთიერთსწავლება“ მეთოდების გამოყენებით, ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ ტექსტში თანდართულ კითხვებს;

X-კვირა (1საათი)   ვმუშაობთ ტექსტზე   „ქვაში ნაკვეთი ქალაქი პეტრა“, „შეჯამების ვარსკვლავი“,  მეთოდების გამოყენებით. ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს რომელიც მოცემულია ტექსტის ბოლოს;(იხ. დანართი N2)

ინტერვენციებზე გამოყენებული მეთოდები და აქტივობები

მეთოდები, რომლებიც ამოვიღე G-PRIED-ის სასწავლო მასალებიდან, ესენია

1.       აბზაცების შეჯამება ერთი წინადადებით.  
აქტივობა მოსწავლეს ეხმარება:
§  სიღრმისეულად გაიაზროს ტექსტი;
§  ისწავლოს ტექსტიდან მთავარი ინფორმაციის ამოღება შეჯამებისთვის;
§  გაიაქტიუროს შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნა;(255)
2.      დაამყარე კავშირი
„დაამყარე კავშირი" არის გაგება-გააზრების უნარის განსავითარებელი აქტივობა. ასევე
ის განმავითარებელი შეფასების ეფექტური მეთოდია.
მეთოდის გამოყენების დროს:
§  მოსწავლე შესწავლილ თემას უკავშირებს რეალურ ცხოვრებას;
§  მოსწავლე შესწავლილ მასალას უკავშირებს სხვა ტექსტს;
§  მოსწავლე შესწავლილ მასალას უკავშირებს გარესამყაროს;
§  მოსწავლე იაქტიურებს წინარე ცოდნას, მასწავლებელს შეუძლია სწრაფად
§  დაადგინოს, თუ რა იცის მოსწავლემ თემის გავლის შემდეგ.(239)
3.       ცოცხალი ქვიზი/ა-ბ-გ კუთხეები
§  „ცოცხალი ქვიზი“ ეფექტურად გამოიყენება ტექსტის დამუშავების შემდეგ
§  წინასწარ მომზადებულ შეკითხვებზე საპასუხოდ;
§  ამავე დროს, არის კარგი აქტივობა განმავითარებელი შეფასებისთვის;
§  მოსწავლეებს ეძლევათ კლასში მოძრაობის შესაძლებლობა;
§  ცოდნის ამგვარი შემოწმება იძენს შეჯიბრებისა და თამაშის ფორმას.(247)
4.    პარალელების გავლება/კავშირების დამყარება
 ეს აქტივობა არის გაგება-გააზრების უნარის განსავითარებელი აქტივობა.
მეთოდის/აქტივობის მოსწავლეს ეხმარება:
§  წინარე ცოდნის გააქტიურებაში;
§  ტექსტის ვიზუალიზებაში;
§  ტექსტის მონაკვეთების სიღრმისეულად გააზრებაში.(240)
5.    მიუბრუნდი და ისაუბრე
მეთოდი „მიუბრუნდი და ისაუბრე“ გულისხმობს შესწავლილი მასალის შეჯამებას
წყვილის მიერ და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთი წინადადებით გადმოცემას.
მეთოდის ხშირი გამოყენება ავითარებს:
§  საკითხის ლაკონურად შეჯამების უნარს;
§  მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთმანეთისგან
§  გარჩევისა და გამიჯვნის უნარს;
§  ინფორმაციის გაგება-გააზრებისა და ანალიზის უნარებს.(254)
6.       რეზიუმე /შეჯამება
რეზიუმე-ესაა რაიმე ტექსტის ძალიან მოკლე, შეკუმშული შინაარსი, რომელიც
შედგენილია ტექსტის ძირითად, კონცეპტუალურ წინადადებებზე დაყრდნობით. იგი
საუკეთესო საშუალებაა რაიმე თემის ან ტექსტის, განსაკუთრებით კი საინფორმაციო-
სამეცნიერო ტექსტის შესაჯამებლად.
შეჯამება უვითარებს მოსწავლეს შემდეგ უნარებს:
§  ტექსტიდან გამოყოს ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები;
§  უგულვებელყოს მეორეხარისხოვანი ინფორმაცია და ერთმანეთთან დააკავშიროს
ძირითადი აზრები;
§  იგი ხელს უწყობს წაკითხულის დამახსოვრებას, საკვანძო სიტყვებსა და
ფრაზებზე კონცენტრირებას;
§  ასწავლის როგორ იმუშაოს ვრცელ ტექსტებთან და დაიყვანოს იგი ძირითად
საკითხებამდე.(255)
7.    დაფიქრდი /დაწყვილდი/გაუზიარე
მეთოდი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ჩამოაყალიბოს საკუტარი აზრი და გაუზიაროს სხვებს. ეს სტატეგია მოსწავლის რეფლექსიის გამოწვევისა და, ამავდროულად, გაგება-გააზრების შემოწმების ეფექტური საშუალებაა.
მეთოდის ხშირი გამოყენება ავითარებს:
§  საკუთარი თვალსაზრისის/პიზიციის/დასკვნების გამოხატვის უნარს;
§  კომუნიკაციის უნარს;
§  შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარებს;
§  ანალიტიკური აზროვნების უნარს;
§  არჩევს მოსწავეებს სხვადასხვა აზრის პატივისცემას, მოსმენასა და თანამშრომლობას;(251)
8.     გავიგე /ვერ გავიგე
მეთოდის/აქტივობის გამოყენების დროს:
§  მასწავლებელს შეუძლია სწრაფად დაადგინოს, თუ რა იციან მოსწავლეებმა თემის/თავის/მოთხრობის ეპიზოდის გავლის შემდეგ;
§  მოსწავლეები იაქტიურებენ წინარე ცოდნას;
§  გამიჯნავენ მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციას;
§  ლაკონურად აყალიბებენ მოსაზრებებს;
§  გამოყოფენ საკითხებს, რომელიც ვერ გაიგეს.(266)
9.    3-2-1 და მისი ვარიაციები
ეს აქტივობა ერთ-ერთი ძლიერი აქტივობაა ტექსტების გასააზრებლად. იგი უფრო ხშირად საინფორმციო ტექსტზე სამუშაოდ გამოიყენება.
მეთოდი მოსწავლეს ეხმარება:
§  მიღებული ინფორმაცია დაახარისხოს სხვადასხვა პრინციპით;
§  დასვას შეკითხვები;
§  შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი;
§  მასწავლებელს ეხმარება თვალი ადევნოს მოსწავლის მიერ ინფორმაციის გააზრების პროცესს.(252)
10.  შეჯამების ვარსკვლავი
 ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეს ტექსტის მნიშვნელოვან ელემენტებზე დაფიქრებასა და შეჯამებაში.
ამ აქტივობის მიხედვით მოსწავლე ივითარებს:
§  ტექსტის მნიშვნელოვან ელემენტებზე ფოკუსირების უნარს;
§  საკუთარ გრძნობებზე დაკვირვებასა და მათი სიტყვით გამოხატვის უნარს;
§  ტექსტის მოკლედ შეჯამების უნარს.(262)
11.  ურთიერთსწავლება
მეთოდი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა წაკიტხული ტექსტის გასააზრებლად.
აქტივობებიმ რომელთა გამოყენებითად მოსწავლეები ტექსტზე მუშაობენ, არის:
§  კითხვების დასმა;
§  შეჯამება;
§  ბუნდოვანი ადგილების ახსნა-განმარტება;
§  ვარაუდების გამოთქმა;
ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდება მნიშვნელოვანი უნარები:
§  წინარე ცოდნის გამოყენების უნარი;
§  მიღებული ინფორმაციის მოკლე შეჯამების უნარი;
§  შეკითხვების დასმის უნარი;
§  კონტექსტური გასაღებების გამოყენებით ბუნდოვანი ადგილების განმარტების უნარი:
§  ვარაუდების ჩამოყალიბების უნარი;
§  მოსმენის უნარი;
§  საკუთარი მოსასზრებების თამამად გამოთქმის უნარი;
§  ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
§  ურთიერთანამშრომლობის უნარი; (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი 2015, 242)

კვლევის ვადები

დრო
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
აქტივობები




პრობლემის შერჩევა
+



ლიტერატურის გაცნობა
+



კითხვარის დამუშავება
+



ინტერვიუები პედაგოგებთან
+



პრე-ტესტის ჩატარება
+



ინტერვენციების განხორციელების პერიოდი
+
+
+
+
პოსტ-ტესტი



+
ინტერვენციების შედეგების ანალიზი



+
პრეზენტაცია  და შედეგების გაცნობა მასწავლებლებთან და  დირექციასთან.



+


შედეგების ანალიზი


ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის ეფექტურობაზე მიუთითებს, პრე-ტესტში და პოსტ-ტესში მიღებული შედეგების ურთიერთმიართება.  მოსწავლეების საწყისი შედეგები რომ შევადაროთ ბოლოს მიღებულ შედეგებს, ნათლად დავინახავთ, რომ მათი შედეგები გაუმჯობესდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კვლევის ინტერვენციები არც ისე დიდიხნით მიმდინარებდა და ინტენსივობაც არ იყო ყოველდღიური, შედეგები აშკარად თვალშისაცემია.

ინტერვენციების შედეგების შეფასებამ გვიჩვენა, რომ:
§  მოსწავლეებს გაუუმჯობესდათ აბზაციდან ძირითადი აზრის გამოტანის უნარი;
§  მოსწავლეებს გაუუმჯობესდათ ტექსტიდან ძირითადი აზრის გამოტანის უნარი;
§  ასევე გაუმჯობესდა ტექსტიდან ფაქტობრივი ინფორმაციის გამოტანის უნარიც;

პოსტ-ტესტის დროს გამოყენებული საინფორმაციო  ტექსტის შედეგები
დიაგრანა N2


პოსტ-ტესტის და პრე -ტესტის დროს საინფორმაციო ტექსტი იყო მსგავსი სირთულის, კითხვების შინარსითაც მსგავსი, რათა კვლევის შედეგები ვალიდური და სანდო ყოფილიყო.  როგორც პოსტ-ტესტის დროს გამოიკვეთა მოსწავლეებს ძირითადი სირთულე შეექმნათ აბზაციდან ძირითადი აზრის გამოტანასა და ტექსტიდან ძირითადი აზრის გამოტანის დროს. დასაწყისში პოსტ-ტესტის შემთხვევაში  აბზაციდან ძირითადი აზრის გამოტანისას 12 მოსწავლიდან მხოლოდ ექვსმა მოსწავლემ უპასუხა სწორად, ხოლო თავად ტექსტიდან ძირითადი აზრის გამოტანის შემთხვევაში 12 მოსწავლიდან მხოლოდ ხუთმა უპასუხა სწორად; რაც შეეხება პოსტ - ტესტის შედეგებს მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა. აბზაციდან ძირითადი აზრის გამოტანის შემთხვევაში 12 მოსწავლიდან 10  მოსწავლემ უპასუხა სწორად, ხოლო მთლიანი ტექსტიდან ძირითადი აზრის გამოტანის შემთხვევაში 12 მოსწავლიდან 9 მოსწავლემ უპასუხა სწორად. ანუ უფრო გასაგები რომ გავხადოთ პირველ შემთხვევაში 6-დან 10-მდე გავაუმჯობესეთ შედეგი ანუ 4 ერთეულით და მეორე შემთხვევაში 5-დან 9-მდე ანუ აქაც 4 ერთეულით გავაუმჯობესეთ შედეგები.
მოსწავლეებმა პოსტ-ტესტის დასრულების შემდეგ შეავსეს რეფლექსიის ბარათები, რათა უკეთ დამენახა მათი დამოკიდებულება და ცვლილებები ამ კონკრეტული კვლევის. რეფლექსიის ბარათებით მოსწავლეებმა ისაუბრეს, შეაფასეს პროცესი, შეთავაზებული აქტივობები და უშუალოდ ტექსტები.(იხ. დანართი N3)
პირველი კითხვა ეხებოდა თავად ტექსტებს, რომელი ტექსტი მოეწონათ ყველაზე მეტად და რატომ? პასუხები არაერთგვაროვანი იყო, ყველას პასუხი თითქმის განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მათ სხვადასხვა ტექსტები დაასახელეს, რომელიმე ტექსტი  განსაკუთრებით არ გამოკვეთილა. თუ რატომ მოეწონათ მათთვის აღნიშნული ტექსტი, პასუხები ძალიან საინტერესო და დეტალური  იყო, რაც ნათელს ხდის იმას თუ რამდენად კარგად გაიაზრეს და ახსოვთ თითოეული ტექსტი.
მეორე კითხვა უშუალოდ შეთავაზებულ აქტივობებს შეეხებოდა. მოსწავლეები ძირითადად ორ აქტივობას გამოყოფენ, ტექსტის აბზაცებად დაყოფას და თითოეული აბზაციდან ძირითადი აზრის გამოტანას და სამუშაო ბარათებზე მუშაობას. რაც, ვფიქრობ, ბუნებრივიცაა, რადგან ასე უფრო უმარტივდებოდათ ტექსტის გაგება-გააზრება. რაც ჩემ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რაც შეეხება თავად მუშაობის ფორმატს, მათ მოეწონათ წყვილებში და ჯგუფური მუშაობები, რაც უვითარებს მოსწავლეებს თანამშრომლობის უნარებს და სასწავლო პროცესიც სახალისო და მათთვის საინტერესო იყო.
მოსწავლეები ასევე ასახელებენ იმ ინფორმაციებს, რომლებიც ტექსტზე მუშაობისას ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ, საინტერესო იქნება გაგიზიაროთ მათი აზრები:
„მე დამამახსოვრდა რომ კალიფორნიის ქალაქში ამერიკელმა ძმებმა მაკდონალდსებმა გახსნეს ამერიკული რესტორანი“  „მე დამამახსოვრდა რომ დისნეი ლოს-ანჯელესში ჩასვლისას მხოლოდ 40 დოლარი და დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი ჰქონდა“  „მე დამამახსოვრდა რომ ჩინელებმა გამოიგონეს ნაყინი და თოვლში ბრინჯს და რძეს ამატებდნენ“  „მე დამამახსოვრდა რომ დღეში მსოფლიოში ერთი მილიარდი კოკა-კოლა იყიდება“.....
რეფლექსიის ბარათში წერილი უნდა მიეწერათ მეგობრისთვის, მათთვის უნდა აეხსნათ თუ რატომ უნდა წაეკითხათ  მათაც მის მიერ მოწონებული ტექსტი. მოსწავლეები წაკითხვის მიზეზად ძირითადად ასახელებენ იმ ინფორმაციას, რომელიც გაიგეს ტექსტიდან და ფიქრობენ რომ მეგობრისთვისაც ისეთივე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ტექსტი, როგორც მისთვის.


რეკომენდაციები

კვლევაზე მუშაობის პროცესში ჩემ მიერ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რაც ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელია მასწავლებლის მუშაობის პროცესში რეკომენდაციების სახით.
§  კარგი იქნება თუ საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა მიიღებს ინტენსიურ ხასიათს;
§  გარდა G-PRIED-ის მასალებისა, სასურველია თუ შეიქმნება, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი საინფორმაციო ტექსტები, რომლებიც იქნება თანამედროვე და მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული;
§  ტექსტები უნდა იყოს კლასის დონისთვის შესაბამისი, რომ მათ არ გაუჩნდეთ დაბალი თვითშეფასება;
§  ტექსტებზე მუშაობისას უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები და სქემები;
§  განვუმარტოთ მოსწავლეებს ტექსტზე სხვადასხვა მეთოდით მუშაობის მნიშვნელობა;
§  ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესებითვის გამოყენებული აქტივობების დაკავშირება მნიშვნელოვანია წერასთან;
§  ახალ ტექსტში მიღებული ინფორმაციის დაკავშირება თავიანთ გამოცდილებასთან;
§  პრაქტიკის კვლევის კარგად დაგეგმვა და განხორციელება მოითხოვს საკმაოდ დიდ ენერგიას და რესურს, შესაბამისად მასწავლებლებს ვურჩევდი პირველივე სემესტრიდან დაიწყონ კვლევაზე მუშაობა, რათა შედეგები კიდევ უფრო ნათლად  და მკაფიოდ დაინახონ;

დასკვნა

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის,  მე-6 კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევა, თემაზე: „საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება“ გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებისთვის ტექსტზე მუშაობისას შეთავაზებულმა მრავალფეროვანმა მეთოდებმა, აქტივობებმა და სამუშაო ბარათებმა, მათ ინტერესებზე მორგებულმა ლიტერატურამ გამოიღო დადებითი შედეგი.
წინასწარ დაგეგმილმა, თანმიმდევრულმა და მიზანზე ორიენტირებულმა აქტივობებმა მოსწავლეებში გააჩინა საინფორმაციო ტექსტების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. ტექტებზე მუშაობისას ისინი გაეცნენ მათთვის აქამდე უცნობ ინფორმაციებს.
კვლევის ანგარიშში წარმოდგენილი პოსტ-ტესტის შედეგებით ირკვევა, რომ ინტერვენციების ეტაპზე, ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობები იყო შედეგზე ორიენტირებული, რადგან მოსწავლეებმა გააუმჯობესეს პრე-ტესტის შედეგები.
ჩემ მიერ შეთავაზებულმა ტექსტებმა არა მხოლოდ მოსწავლეების ინტერესით ჩართვას შეუწყო ხელი საგაკვეთილო პროცესში, არამედ ეს ინფორმაციები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გახადა.



რეფლექსია

საკვლევი საკითხით დავინტერესდი, რადგან ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და წლების მანძილზე ხშირად დავმდგარვარ მსგავსი გამოწვევების წინაშე.
ჩემ მიერ ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება მე-6 კლასის მაგალითზე“ ვთვლი, რომ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის, ჩემი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც მიიღეს ამ კვლევაში მონაწილეობა, ჩემი კოლეგებისათვის, რომლებსაც გავუზიარე ჩემი კვლევის შედეგები.
ტექსტების მოსწავლეების ინტერესების მიხედვით შერჩევამ და სწორად დაგეგმილმა აქტივობებმა, დროის სიმცირის მიუხედავად, შედეგები ნათლად დამანახა. მოსწავლეებს გაუჩნდათ პოზიტიური დამოკიდებულება საინფორმაციო ტექსტების მიმართ, წინასწარ ინტერესდებოდნენ ახალი ტექსტის სათაურით და სიხარულით ელოდნენ ყველა ახალ ტექსტს. გარდა ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესებისა, კლასში მოსწავლეების დესტრუქციული ქცევაც შემცირდა, განსაკუთრებით კი ამ ინტერვენციების პროცესში, ისინი ორიენტირებულები იყვნენ ინტერვენციებზე და დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები ყველა ახალ აქტივობაში. ჩატარებული ინტერვენციების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.
გარდა ჩემი საგნისა, სხვა საგნების მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ, რომ მეექვსე კლასის ქცევა საგრძნობლად შეიცვალა. მოსწავლეები სხვა საგნის გაკვეთილებზეც ითხოვდნენ, ქართულის გაკვეთილზე გამოყენებული აქტივოვების გამეორებას.
კვლევის პროცესის მიმდინარეობისას კოლეგებთან მქონდა ეტაპობრივი შეხვედრები, პარალელურად ვაცნობდი ჩემი მუშაობის შედეგებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებს. დანართი 1-ში მითითებული კითხვარის მიხედვით ჩავატარე ფოკუს ჯგუფი ჩემ კოლეგებთან და მათგან საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღე, რაც დამეხმარა ინტერვენციების დაგეგმვაში.
კვლევის დასრულების შემდეგ კოლეგებთან შედეგების გაზიარების მიზნით მქონდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები, როგორც ქართული ენის კათედრის წევრები, ასევე სხვა კათედრისა და დირექციის წარმომადგენლებიც. პრეზენტაციის საშუალებით კოლეგებს გავაცანი პრაქტიკის კვლევის შედეგები. გამომდინარე იქედან, რომ საკვლევი საკითხის მიმართ ინტერესი დიდია ჩემი კოლეგების მხრიდანაც, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს კვლევა, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, როგორც სკოლისთვის, ასევე ამ კონკრეტული მოსწავლეებისთვის. მასწავლებლები თავადაც გეგმავენ ჩემი გამოცდილების გაზიარებას და მომავალ წელს მსგასი კვლევის ჩატარებას თავიანთ კლასებში. ისტორიისა და საბუნებისმეტყველო მიმართულების პედაგოგებმა აღნიშნეს პრეზენტაციის დროს, რომ საინფორმაციო ტიპის ტექსტები ძირითადად მათი საგნებისათვისაა დამახასიათებელი და კვლევის პროცესში გამოყენებული ინტერვენციები, როგორებიცაა დანართ 2-ში მოცემული სამუშაო ბარათები ტექსტთან მუშაობისათვის გამოსაყენებლად, მათთვისაც საინტერესო და მოსახერხებელი იქნებოდა საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებლად.
გამოყენებული აქტივობების მაღალეფექტურობამ მიჩვენა, რომ საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას საინფორმაციო ტექსტების შესწავლისას. ვფიქრობ საინფორმაციო ტექსტებთან გავაგრძელო ამ ფორმატით მუშაობა, რომ კვლევის ეფექტურობა მომავალ წელსაც გაგრძელდეს და მოსწავლეებში ეს მოტივაცია არ დაიკარგოს.
კვლევაზე მუშაობამ მომცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, დამანახა ის სირთულეებიც და პოტენციალიც, რაც დევს ამ ბავშებში და როგორ შეიძლება დაბალი მოსწრების მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა და მათი შედეგების გაუმჯობესება  ასე მცირე დროში. შედეგები გაცილებით მაღალი გვექნება, მსგავსი სამუშაოების ხანგრძლივობის და ინტენსივობის შემთვევაში.
მიუხედვად პრაქტიკის კვლევაზე გაწეული სამუშაოების სირთულისა, საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობის პროცესი გამიმარტივდა, ბავშვებთან ურთიერთობის ფორმატიც შემეცვალა, უფრო დავახლოვდით და სწავლა-სწავლების პროცესი უფრო თანამშრომლობითი და პოზიტიური გახდა.




გამოყენებული ლიტერატურა


1.         კუტალაძე, ია. 2013. PIRLS 2011 წიგნიერება- ანგარიში. რედ. ნინო გორდელაძე.
თბილისი: გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2.      ბესელია, ნინო და პაატა პაპავა. 2011. წიგნიერება დაწყებით კლასებში.თბილისი: ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო.

3.      2018-2024, ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე
4.      საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი. 2015. კითხვისა და წერის
სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები). თბილისი.
5.      მარზანო, ჯორჯ. 2009. ეფექტური სწავლება სკოლაში. თბილისი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

6.      კობახიძე, ნუცა. 2010. „კლასის მართვა და ქცევის წესები.“ ეფექტური სწავლება, თეორია პრაქტიკა, 265-282. რედ: ია კუტალაძე, თბილისი: გამოცდების ეროვნული ცენტრი.

7.      Silver, Harvey F., Susan C. Morris, and Victor Klein. Reading for Meaning: How to Build Students' Comprehension, Reasoning, and Problem-solving Skills. ASCD, 2010.


დანართები


დანართი N1- მასწავლებელთან ინტერვიუს პროტოკოლი


პატივცემულო კოლეგებო, ჩემი კვლევისთვის  და მისი განხორციელებისთვის მჭირდება თქვენი დახმარება. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის. გაცნობებთ, რომ ხდება ინტერვიუს აიდიო ჩაწერა, იმიტომ რომ რთულია ამ მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება(აუდიო ჩანაწერი განკუთვნილია მხოლოდ ჩემთვის)
პატივისცემით, გულიკო თურმანიძე

1.      რა გამოცდილება გაქვთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ?
2.      თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ პრაქტიკის კვლევის განხორციელება, თქვენს კლასში?
3.      ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით თქვენ რა სირთულეებს აწყდებით მოსწავლეებთან?
4.      როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემაზე მუშაობის სტრატეგიები?
5.      გიმუშავიათ თუ არა დამატებით საინფორმაციო ტექსტის-გაგება გაზრებაზე, სასწავლო კურიკულუმისგან განსხვავებით?
6.       თუ კი როგორ? და რა შედეგი მიიღო თქვენმა მუშაობამ?
7.      რომელი კითხვის სტრატეგიებს იცნობთ?
8.      მათგან ყველაზე მეტად რომელი გამოგიყენებიათ და რატომ?
9.      რა სახის ინტერვენციების განხორციელება წარმოგიდგენიათ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით?


კითხვარი დასრულებულია!
 დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!


დანართი N 2- სამუშაო ბარათები, რომლებიც გამოვიყენეთ ტექსტზე მუშაობისას:


1.      სამუშაო ბარათი-„აბზაცის ერთი წინადადებით შეჯამება“

მოსწავლე -----------------------------------------------
თარიღი ------------------------------------------------
ტექსტის სათაური--------------------------------------------
I აბზაცი ----------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------.
II აბზაცი ---------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------.
III აბზაცი --------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------.
IV აბზაცი --------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------.
V აბზაცი ---------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------.
VI აბზაცი --------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------.
VIIაბზაცი --------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------.
VIII აბზაცი ------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------.
2.    რეფლექსია ტექსტის შესახებ“/„ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“
მოსწავლე -----------------------------------------------
თარიღი ------------------------------------------------
ტექსტის სათაური---------------------------------------------
რის შესახებ წაიკითხე დღეს ტექსტი? -----------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------.
რა იგრძენი კითხვის დროს? რატომ? ------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------.
რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა ტექსტში? -----------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------.

რა იყო ტექსტის მთავარი სათქმელი? -----------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------.
რას დაამატებდი ტექსტს? -------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
3.     
ვიცოდი
გავიგე
მინდა ვიცოდე






4.    სამუშაო ბარათი “დამყარე კავშირი გამოცდილებასთან, სხვა ტექსტთან, გარესამაროსთან“
მოსწავლე -----------------------------------------------
თარიღი ------------------------------------------------
ტექსტის სათაური _____________________________________________________

ინსტრუქცია: კითხვის დროს დააკავშირე ტექსტში მოცემული ინფორმაცია შენს
გამოცდილებასთან, სხვა ტექსტთან, გარესამყაროსთან.
ტექსტში წერია--------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------.
ჩემი გამოცდილება---------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------.
ტექსტში წერია--------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------.
სხვა ტექსტები---------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------.
ტექსტში წერია--------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------.
გარესამყარო-----------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------.
5.    სამუშაო ბარათი-„რეზიუმე/შეჯამება“

მოსწავლე -----------------------------------------------
თარიღი ------------------------------------------------
ტექსტის სახელი ______________________________________________________
წაკითხული ტექსტის რეზიუმე/შეჯამება
1. წერილობით წარმოადგინეთ მოკლეთ ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენთვის
დასამახსოვრებელი ინფორმაცია.
2. მისწერეთ მეგობარს მოკლე წერილი, რომელშიც ურჩევდით ან არ ურჩევდით თქვენს
მიერ წაკითხული ტექსტის წაკითხვას. ახსენით თქვენი პოზიცია.

1.________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
2.________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
6.      სამუშაო ბარათი“ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“
მოსწავლე -----------------------------------------------------------
თარიღი -------------------------------------------------------------
ტექსტის სათაური _______________________________________________________________
შეკითხვა
მე რა ვიფიქრე
მეწყვილემ რა იფიქრა
რა გავუზიარეთ კლასს






7.    სამუშაო ბარათი-„რეფლექსია ტექსტის შესახებ“

მოსწავლე___________________________
თარიღი_____________________________
ტექსტის სათაური______________________________________________

მე გამიჩნდა შეკითხვა----------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
მაინტერესებს, რატომ----------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
მე დავფიქრდი------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
ვერ გავიგე-----------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
მე ძალიან მომეწონა------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
მე არ მომეწონა------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მე გამაკვირვა--------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
მე წარმომიდგენია--------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
მე აღმოვაჩინე, რომ-------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8.    სამუშაო ბარათი-„3-2-1 ვარიაციები“

მოსწავლე _________________________________
თარიღი ____________
ტექსტის სათაური _________________________________________________

3 რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ტექსტში
1. ______________________________________________________________________________
2. ______________________________________________________________________________
3.______________________________________________________________________________

2 შეკითხვა ტექსტთან დაკავშირებით
1. ________________________________________________________________________________
2. ______________________________________________________________________________

1 რამ, რასაც შეცვლიდით
__________________________________________________________________________

9.    სამუშაო ბარათი-„შეჯამების ვარსკვლავი“

1. მოუფიქრეთ ტექსტს ერთსიტყვიანი სათაური;
2. გამოხატე გრძნობები, რომლებიც გაგიჩნდა ტექსტის კითხვისას;
3. აღწერე ტექსტში მოცემული გარემოებები;
4. აღწერე ტექსტში მნიშვნელოვანი საკითხები;
5. რა გინდა იცოდე კიდევ ამ თემაზე, რამ დაგაინტერეს

დანართი N3


მოსწავლეების საბოლოო რეფლექსიის ბარათი
მოსწავლე___________________________
თარიღი_____________________________
რომელი ტექსტი მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?-------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
ტექსტებზე მუშაობისას ყველაზე მეტად რომელი მეთოდი დაგეხმარა ინფორმაციის უკეთ
გაგებაში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელი აქტივობა მოგეწონა ყველაზე მეტად?-----------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
რომელმა აქტივობამ დაგაბნია?-----------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა ტექსტების კითხვისას თუ იყენებ იგივე მეთოდებს, რასაც ამ ტექსტებზე მუშაობისას
იყენებ?---------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ შეაფასებდი ტექსტზე მუშაობის ამ მეთოდებს? რა ურჩევდი მასწავლებელს?--------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
ტექსტის უკეთ გაგებისთვის კიდევ რა აქტივობებს დაამატებდი?-------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
მისწერე მცირე ზომის წერილი მეგობარს  და აუხსენი, შენს მიერ წაკითხული ტექსტებიდან რომელი ტექსტი მოგეწონა ყველაზე მეტად და მას რატომ ურჩევდი ამ ტექსტის წაკითხვას?

წერილი მეგობარს

დანართი N4

აქ  ვასახელებ იმ ტექტებს, რომლებიც გამოვიყენე დიაგნოსტირების ეტაპზე და რომლებიც მე-6 კლასის დონეს შეეფერება, ესენია:
§  პრე-ტესტის მხატვრული ტექსტი: „ დახმარება“
§  პრე-ტესტის საინფორმაციო ტექსტი: „სპარტა“
§  პოსტ-ტესტის საინფორმაციო ტექსტი: „როგორ მოევლინა მსოფლიოს ფოტოგრაფია“
შენიშვნა: დიაგნოსტირების და ინტერვენციების ეტაპზე გამოყენებული საინფორმაციო ტექსტები არ დავურთე, რადგან კვლევის ფურცლების მოცულობას ძალიან გაზრდიდა, თუმცა ყველა ტექსტი აღნიშნულია ნაშრომში და G-PRIED-ის სასწავლო მასალებში შეგიძლიათ იხილოთ თითოეული მათგანი.
ინტერვენციებზე გამოყენებული საინფორმაციო ტექსტები, ესენია:
1.      ოჰ, ეს, „მაკდონალდსი“
2.      დისნეის სამყარო
3.      ნაყინის ისტორია
4.      ობი, სასარგებლოც და საზიანოც
5.      სუნამოს ისტორია
6.      ყველასთვის საყვარელი კოკა-კოლა
7.      აბრეშუმი-ბოჭკოთა დედოფალი
8.      მარაბდის ბრძოლა
9.      ხმელეთის თევზები
10.  ქვაში ნაკვეთი ქალაქი პეტრა

















შემაჯამებელი დავალება მე-X კლასი N3

                                                შემაჯამებელი დავალებები #3           X    კლასი               მოსწავლის     სახელი-----...