суббота, 24 ноября 2018 г.

პროექტ-გაკვეთილი: კარგ ქართველთა ხსოვნისათვის


                            
                                 სსიპ თხილნარის  N2 საჯარო სკოლა
 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: გულიკო თურმანიძე
                                   პროექტ-გაკვეთილის გეგმა:
            თემა:            კარგ ქართველთა ხსოვნისათვის
           კლასი :          IX კლასი  (საბაზო საფეხური).
           მოსწავლეთა რაოდენობა:   10 მოსწავლე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე                                                                კლასში არ არის.
გაკვეთილის  თემა
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის ( ილია ჭავჭავაძე და გაზეთ ,,ივერიის“ თანამშრომლები, გაბრიელ ეპისკოპოსი, ექვთიმე თაყაიშვილი)
თემის აქტუალობა
თემა აქტუალურია იმიტომ ,რომ დღევანდელ ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებები დაჩრდილა მატერიალურმა ფასეულობებმა. ბევრმა მათგანმა არ იცის, თუ რა დიდი წვლილი მიუძღვით  ჩვენს  წინაპრებს ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნების საქმეში.
იდეა
დიდებული წინაპრების მიერ განვლილი გზით სიარული. მათი ღვაწლის  ჯეროვნად დაფასება და მატერიალურ ფასეულობებზე მაღლა  სულიერი ღირებულებების დაყენება.
მიზნები
მოსწავლეები გამოიკვლევენ მათ მიერ შერჩეული საქართველოს საუკეთესო შვილების ცხოვრებას და ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მხატვრული ნაწარმოებების, მოძიებული მასალის მიხედვით,
აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს, მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით, გააფორმებენ კედლის გაზეთს.დაამზადებენ ბუკლეტებს.
განსავითარებელი უნარები
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
ჯგუფში მუშაობა-თანამშრომლობა;
კვლევის ჩატარება;
შემოქმედებიი უნარების განვითარება;
 თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება;
სლაიდ-შოუს მომზადება P-Point-ში;
საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება;
თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

ესგ-ს მისაღწევი შედეგები
ზეპირმეტყველება:
IX.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს  და  აუდიტორიის წინაშე  წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე:
     მსჯელობისას იყენებს  ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან.
  კითხვა:
  IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების  გამოყენება:
   წორად იგებს და სათანადოდ იყენებს იმ მინიშნებებსა და დამატებით ინფორმაციას , რომლებიც გადმოცემულია სათაურის, ილუსტრაციების, ცხრილების , სქემების თუ  განსხვავებული შრიფტის საშუალებით.
   აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, ამოიწერს საკითხებს შემდგომი განმარტების  და დამუშავებისათვის.
 წერა:

საკვანძო მეთოდები / სტრატეგიები
გაკვეთილს ეთმობა 45 წთ

საკლასო ოთახი  აღჭურვილია შესაბამისი ინსტრუმენტებით ( კომპიუტერი , პროექტორი,  მერხები ჯგუფებადაა განლაგებული, გამოკრულია გაკვეთილის თემა და მიზნები)
გაკვეთილის მსვლელობა:
 კლასი წინასწარ დაყოფილია სამ ჯგუფად . თითოეულ ჯუფს აქვს არჩეული  საპრეზენტაციოდ  წარსადგენი თემა :
  I ჯგუფი : ილია ჭავჭავაძე და გაზეთ ,,ივერიის“ თანამშრომლები
 II ჯგუფი ; გაბრიელ ეპისკოპოსი
 III ჯგუფი: საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - ექვთიმე თაყაიშვილი.
ა) ფაზა:   გამოწვევის ფაზა:  5 წთ
  წინასწარ ვაცნობ გაკვეთილის თემას და  მიზნებს.
 ურიგდებათ შეფასების რუბრიკები, რომლის მიხედვითაც  შეფასდებიან.
მოტივირების მიზნით ვსვამ კითხვას - ვინ არის კაი ყმა?
 ვაკეთებ ასოციაციურ რუკას კაი ყმისას.მოსწავლეები გამოკვეთენ თვისებებს  კაი ყმისას. ბოლოს აქცენტს გავაკეთებინებ სიტყვებზე ,,სხვისი იუბნოს სახელი თავის გარჯასა ჰმალავდეს“,სჯობს მოკვდეს მშიერ ტიტველი , კვდებოდეს არა გმინავდეს“,,კარგ ყრმად ვინა ვთქვათ ვაჟებო , ნათქვამის არა გვრცხვენოდეს ,  სმენლის გულს აბორგოვებდეს არავის არა სწყენოდეს ...“
  ისე იგი, ის ყველასთვის მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს.
 დაასახელებენ გმირებს ,რომელთაც თამამად შეიძლება  ვუწოდოთ ,,კაი ყმა“. მათ შორის გამოკვეთენ საპრეზენტაციო თემის გმირებსაც .
შემდეგ ვთხოვ  ჯგუფებს ისაუბრონ სახელოვანი წინაპრების შესახებ . თითოეულ  ჯგუფს ეთმობა საპრეზენტაციოდ 10 წუთი
  ბ) ფაზა: 30 წთ
I    ჯგუფი: საუბრობს ილია ჭავჭავაძის ღვაწლსა და  როლზე ქართველი ერის წინაშე . გამოკვეთავენენ ივერიის თანამშრომლების
როლსაც . ისაუბრებენ თითოეულზე ცალ- ცალკე.
II  ჯგუფი: საუბრობს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ.
III  ჯგუფი: საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის  ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ .
 პრეზენტაციისას მოსწავლეები გამოიყენებენ კომპიუტერსა და უჩვენებენ სლაიდებს,   გამოაკრავენ მათ მიერ შექმნილ გაზეთს და გააკრავენ. დამსწრე საზოგადოებას დაურიგებენ  მათ მიერ შექმნილ სამახსოვრო ბუკლეტებს.
ც) ფაზა  შეჯამება :  6  წთ
 კითხვების დასმით  გავაკეთებთ  გაკვეთილის შეჯამებას.
რატომ არის ამ ადფამიანების ღვაწლი დასაფასებელი ?
(იმიტომ რომ   მატერიალურ ღირებულებებზე მაღლა  სულიერ ღირებულებებს აყენებდნენ)
 შემდეგ ვთხოვ შეავსონ შეფასების რუბრიკები. შევაფასებთ  მხოლოდ ჯგუფს. განმავითარებელ შეფასებას მივცემ კარგ პრეზენტატორს.
 შეაფასებენ გაკვეთილს: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ დღევანდელ გაკვეთილში
 საშინაო დავალებად მიეცემათ : ვინ გესახებათ დღევანდელ საქართველოში სახელოვან ქართველად და რატომ ?   1-2  წთ

შეფასება
პრეზენტაციის შეფასების სქემა,
ჯგუფის შეფასების სქემა,
თვითშეფასების   სქემა

გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო , დაფა, ცარცი, კალამი, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი , პროექტორი, ალექსანდროვის ქაღალდები.ინტერნეტი, სლაიდები   P-Point.












                                                                                                                                                                                                შეფასების რუბრიკები     
კლასი    IX
პრეზენტაციის შეფასება
ქულები და კრიტერიუმები
3
ქულა
2
ქულა
1
ქულა
0
ქულა
გამართული და სწორი მეყველება
გამართულად მეტყველებს;
აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით
საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს იყენებს  მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების  ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად ; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან თვალსაჩინოების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ ( ხმის აწევა-დაწევა, მიმიკა,ჟესტიკულაცია) საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; იყენებს თვალსაჩინოებებს
ადეკვატურად იყენებს  არავერბალურ
საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად;
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
იცავს დროის ლიმიტს


იცავს დროის ლიმიტს
ვერ იცავს დროის ლიმიტს

                                                        


თვითშეფასების სქემა     I X  კლასი
მოსწავლის სახელი და გვარი:
ინდიკატორი
ყოველთვის
2 ქულა
ზოგჯერ
1 ქულა
არასდროს
0 ქულა
გასაგებად გამოვთქვამდი ჩემს აზრს ჯგუფში



როცა სხვა ლაპარაკოდა ყურადღებით ვუსმენდი



ჩემი წილი პრეზენტაციისა გადმოვეცი, (შემოხაზე ქულა)



ვეხმარებოდი ჯგუფის წევრებს დავალების შესრულებაში



ვიცავდი  დროის ლიმიტს




ჯამური ქულა:-------------

რა დაგამახსოვრდა ამ გაკვეთილიდან? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა არ მოგეწონა? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
       მადლობა  თანამშრომლობისათვის!


ჯგუფის შეფასების სქემა  
 მე-9    კლასი
ჯგუფის სახელი:
კრიტერიუმები და ქულები
2 ქულა
1 ქულა
0  ქულა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში

ყველა ჩართულია.
ყველა არ არის ჩართული.
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს , ასევე სხვა ჯგუფის წევრებს.
უსმენენ მხოლოდ საკუთარი ჯგუფის წევრებს.
საერთოდ არ უსმენენ.
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
კარგად თანამშრომლობენ.
ნაწილობრივ თანამშრომლობენ
(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები დარღვეულია.
არ თანამშრომლობენ
ერთმანეთში.
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნას
კარგად ჩანს მთავარი იდეა , გაკეთებულია დასკვნა .
ნაწილობრივ ჩანს მთავარი იდეა,ასევე გაკეთებულია დასკვნა ან პირიქით.
არ ჩანს მთავარი იდეა . არც დასკვნაა გაკეთებილი.
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
ყოველთვის და სრულად.
ზოგჯერ
არასოდეს.
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

იცავს დროის ლიმიტს
არ იცავს დროის ლიმიტს

         ჯამური ქულა:-----------------







 გაკვეთილის  რეფლექსია
მასწავლებელი: გულიკო თურმანიძე
გაკვეთილის თემა: კარგ ქართველთა ხსოვნისათვის
   გაკვეთილი დავიწყე შესწავლილი მასალის გახსენებით. ამისათვის მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და გამოვიყენე ასოციაციური რუკა, რომ მოსწავლეებთან ერთად უკეთ წარმოგვეჩინა ე.წ. „კაი ყმის“ პერსონაჟი, ამით შევძელი გამეგო მოსწავლეების ცოდნის დონე თემასთან დაკავშირებით.
   გაკვეთილის მსვლელობის დროს ჯგუფებს ვთხოვე წარმოედგინათ მათ მიერ მომზადებული თვალსაჩინოებები და პრეზენტაციები. ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ გუნდებს კარგად ჰქონდათ მომზადებული თავიანთი დავალებები და ჯგუფური მუშაობის დონე საკმაოდ მაღალი იყო.
    ჩემთვის საინტერესო იყო პრეზენტაციის დროს მსმენელის როლში ყოფნა, რადგან საშუალება მქონდა მოსწავლეები სხვა კუთხით შემეფასებინა. მოსწავლეებს შესაბამისი რეკომენდაციები მივეცი და, ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებენ.
     მნიშვნელოვანი მომეჩვენა გაკვეთილი შემეჯამებინა კითხვების საშუალებით, ამ გზით  მოსწავლეებმა შეძლეს გამოეტანათ დასკვნა, რომ მატერიალურ ღირებულებებზე მაღლა სულიერი ფასეულობები უნდა დავაყენოთ!.
    გაკვეთილის ბოლოს მთლიანად ჯგუფს და თითოეულ მომხსენებელს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, ხოლო მოსწავლეებმა წინასწარ მიცემული შეფასების სქემის საშუალებით   შეაფასეს საკუთარი თავი, მათი შეფასებები საკმაოდ ობიექტური იყო.
   ჩემთვის  რთული იყო დროის რეგლამენტის დაცვა გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეები მათთვის მიცემულ დროზე მეტს იყენებდნენ პრეზენტაციისას  და შესაბამისად ნაკლები დრო დაგვრჩა  შესაფასებლად. მომავლისთვის, ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს უფრო ხანმოკლე პრეზენტაციები გავაკეთებინო.
     დღეს გაკვეთილზე მე შევძელი ჩემ  მიერ დასახულ მიზანს მიმეღწია, შემიძლია ამაყად ვთქვა. რომ მოსწავლეებმა გამოიკვლიეს საქართველოს საუკეთესო შვილების  ცხოვრება და გაითავისეს მათი სულიერი მდგომარეობა, აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს მათი თვალსაზრისი პრეზენტაციის სახით, შესაბამისი არგუმენტებითა და ფოტომასალით.























Комментариев нет:

Отправить комментарий

შემაჯამებელი დავალება მე-X კლასი N3

                                                შემაჯამებელი დავალებები #3           X    კლასი               მოსწავლის     სახელი-----...