თემა: პროექტ- გაკვეთილი - სწავლების თანამედროვე ეფექტური საშუალება
სკოლიდან
გამოსულ მოზარდს
უნდა შეეძლოს
საკუთარი აზრის
არგუმენტირებულად, ლოგიკურად, თანამიმდევრულად ჩამოყალიბება და
სხვისთვის გაზიარება.
მასწავლებლის მიერ
სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენების მთავარი მიზანი
საკლასო ოთახში
აზროვნების კულტურის
შექმნა და
საკლასო ოთახის
გარეთაც მისი
განვრცობა უნდა
იყოს. ე.ი. სკოლამ მოზარდი მოაზროვნე პიროვნებად უნდა ჩამოაყალიბოს. ნებისმიერი მასწავლებლის პრობლემაა ის
,რომ საგაკვეთილო პროცესის
დროს კამათსა
და დებატებში
მხოლოდ მცირე
ნაწილი ებმება
ხოლმე, კლასის
უმრავლესობა პასიურია,
ელოდება როდის
შეეკითხებიან, არ
უყვარს ინიციატივების გამოჩენა.
დღესდღეობით,
კომპიუტერული ტექნიკის ეპოქაში, ძალზედ ძნელია მოსწავლე დააინტერესო წიგნით , მითუმეტეს
ბიოგრაფიული ტექსტები წააკითხო, ეს მოსწავლისათვის ხდება იძულებითი პროცესი, მასწავლებლის
ამოცანაა სწავლება გახადოს ხალისიანი, ჩართოს ყველა მოსწავლე სწავლების პროცესში შესაბამისი
უნარების ,ცოდნისა და შესაძლებლობების გამოყენებით. ამ მხრივ თანამედროვე მეთოდად მიჩნეულია
პროექტებით სწავლება, რომელიც ითხოვს თეორიული მასალის ცოდნას, ასევე კომპიუტერის გამოყენებას
სწავლების პროცესში. გუნდური მუშაობით მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, უჩნდებათ
მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა.
პროექტის
სამიზნე ჯგუფი გახლავთ IX კლასი. ჩემი აზრით, სწორედ ამ ასაკიდან არის საჭირო მოსწავლეს
სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ისტორიული წინაპრების შესახებ და დავეხმაროთ მათ
იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რომელიც დაეხმარება თითოეულ მათგანს
სწორად შეაფასოს მის გარშემო არსებული საზოგადოებრივი ცხოვრება, სწორად დაინახოს დღესდღეობით
ჩვენს გარშემო არსებული პრობლემები და ეძიოს მათი გადაჭრის გზები. გაავლონ პარალელი
რეალურ ცხოვრებასთან, დღევანდელობასთან და ისტორიული წინაპრების მაგალითზე სწორად დაინახონ
და შეაფასონ თანამედროვე გმირები.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
პროექტის იდეა გაჩნდა მე-9 კლასის მოსწავლეებში, ვაჟა ფშაველას ,,კაი ყმის“ შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ,,კარგ ყმად“ ასახელებდნენ მხოლოდ იმ სახელოვან გმირებს, რომელთაც ბრძოლაში გამოიჩინეს თავი , მაგრამ ის საზოგადო მოღვაწეები უცნობია მათთვის ვისაც ჩვენი ეროვნულობის შესანარჩუნებლად არანაკლები წვლილი მიუძღვით,
სამწუხაროდ, მოსწავლეებში ბიოგრაფიული ტექსტები არის უინტერესო და რთულად გასაგები. დღეისათვის, საზოგადოების უმრავლესობამ არ იცის, თუ რა დიდი წვლილი მიუძღვით XIX საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეებს: ექვთიმე თაყაიშვილს, გაბრიელ ეპისკოპოსს, ილია ჭავჭავაძეს და მის მიერვე დაარსებული გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებს ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნების საქმეში.
პროექტის
მიზანი იყო: მოსწავლეები
გაეცნობოდნენ და შეესწავლათ სახელოვანი
ქართველი მოღვაწეების ბიოგრაფია. ჩაეტარებინათ კვლევა ჩვენს
სკოლაში იმის შესახებ თუ
რამდენად იცნობენ ახალგაზრდები ამ საზოგადო მოღვაწეებს
და მათ ცხოვრებას; მოძიებული
მასალის მიხედვით აუდიტორიის წინაშე წარმოედგინათ თავიანთი თვალსაზრისი; დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და კედლის გაზეთი, გაუზიარეს
მათი ცოდნა
თავიანთ თანატოლებს;
ჩემი
ამოცანა იყო მოსწავლეებში პროექტებზე
მუშაობის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება: თანამშრომლობა, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციის წარდგენისა და აუდიტორიასთან მუშაობის
უნარების განვითარება;
მოსწავლეებისათვის
ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული პიროვნებების ღვაწლის შესწავლა, მათში პატრიოტული სულისკვეთებისა და სამოქალაქო ცნობიერების
ასამაღლებლად.
ამოცანების გადასაჭრელად
განხორციელებული მონაწილეთა საქმიანობის აღწერა: სასწავლო პროცესში ვაჟა ფშაველას ნაწარმოების
„კაი ყმა“ შესწავლის შემდეგ
გაჩნდა იდეა აგვეხსნა თუ
ვის ეწოდებოდა მაშინ, და დღეს ვინ
არის „კაი ყმა“.
ამ თემასთან კავშირში ლიტერატურა მოიცავდა სხვა ნაწარმოებებსაც და
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ პროექტის გაკეთება საკითხის უკეთ შესასწავლად.
I ეტაპზე - მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და გადავანაწილეთ თემები,
რომლებიც მათ უნდა დაემუშავებინათ.
მოეძიებინათ ინფორმაცია და წარმოედგინათ პრეზენტაციის
სახით.
I - ჯგუფი - ილია
ჭავჭავაძე და გაზეთი „ივერიის“
სხვა თანამშრომლები;
II-
ჯგუფი - გაბრიელ ეპისკოპოსი;
III
- ჯგუფი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - ექვთიმე თაყაიშვილი.
ჯგუფები მუშაობდნენ
ინდივიდუალურად თავიანთ დავალებებზე.
II ეტაპზე - მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან (ინტერნეტი, სამეცნიერო ჯურნალ-გაზეტები, სასკოლო ლიტერატურა, ვიდეო მასალები ინტერნეტში, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი), დაახარისხეს, გაანალიზეს და გააკეთეს ინდივიდუალური
ჩანაწერები. ამასთანავე ერთი ჯგუფის წევრები
კვლევას ატარებდნენ სკოლაში იმის შესახებ, თუ
რა ინფორმაცია ჰქონდათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
III ეტაპზე - მოძიებული
ინფორმაციის საფუძველზე დაამზადეს პრეზენტაცია და საინფორმაციო ბუკლეტები.
ნაწილი ჯგუფებისა მუშაობდა კომპიუტერთან, ნაწილი ბიბლიოთეკაში. დავალებები ჯგუფის მონაწილეებმა თავიანთი ინტერესების შესაბამისად გაინაწილეს, შეაჯამეს მიღებული შედეგები პრეზენტაციის სახით. დასკვნითი
პრეზენტაციის დროს, რომელიც შიდა
დაკვირვების გაკვეთილზე წარმოადგინეს მოსწავლეებმა. მთელი
ჯგუფი იღებდა მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში. კვლევის საშუალებით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე თავდაპირველად ხელით, შემდეგ კი ბეჭდური სახით
დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები აღნიშნულ საკითხებზე და დავურიგეთ ჩვენი
სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მათი
ცნობიერების ამაღლების მიზნით.
IV ეტაპზე - შევქმენით
ასევე საინფორმაციო კედლის გაზეთი, რომელიც მოგვითხრობს ზემოთ ნახსენები ისტორიული პირების ისტორიისა და ღვაწლის შესახებ;
V დასკვნით ეტაპზე
- პროექტის შეჯამების მიზნით ჩავატარეთ
შემაჯამებელი გაკვეთილი, რომელსაც სკოლის მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები
დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები და შეგროვებული ინფორმაცია
წარმოუდგინა პრეზენტაციის სახით.
შედეგის აღწერა,
რომელიც მიიღეთ პროექტის განხორციელების შედეგად:
პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა ისწავლეს, პირველ რიგში, პროექტზე მუშაობა, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, ინფორმაციის მოძიება სასკოლო წიგნებიდან, ელექტრონული რესურსებიდან, ინტერნეტიდან და სკოლის ბიბლიოთეკიდან;
ისწავლეს
ტექნიკურად ბუკლეტებისა და პრეზენტაციის მომზადება,
გამოუმუშავდათ კვლევისა და აუდიტორიის წინაშე
პრეზენტაციის წარდგენის უნარები.
მთავარი შედეგი, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ
მოსწავლეებში გაიზარდა
ცნობიერება მოცემული საკითხისადმი: პროგრამულ ნაწარმოებებთან ერთად მოიძიეს და შეისწავლეს XIX საუკუნის საქართველოს
კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება, გაეცნენ ქვეყნის ისტორიას და მიიღეს უფრო
მეტი ინფორმაცია არა
მარტო IX კლასის მოსწავლეებმა, არამედ სხვა კლასის მოსწავლეებსაც
გააცნეს მათ მიერ დამზადებული
საინფორმაციო რესურსების მეშვეობით.
IV რეგიონალური კონფერენცია ხელვაჩაურის რესურსცენტრში
IV რეგიონალური კონფერენცია ხელვაჩაურის რესურსცენტრში
თემის პრეზენტაცია :https://drive.google.com/file/d/1WdI1ImrFcg6luwRq2Sftiv9eda26PmqS/view?usp=sharing