გაკვეთილის თემა
|
ბრბოს ფსიქოლოგიამიხეილ
ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“და გუსტავ ლე ბონის ბრბოს ფსიქოლოგიის მიხედვით
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 8 მოსწავლე ,სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო მე–8 კლასი
|
გაკვეთილის მიზანი
|
·
მოსწავლეებმა
შეძლონ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და ავტორის პოზიციის
განსაზღვრა;
·
შეძლებენ
პარალელის გავლებას უკვე შესწავლილ მხატვრულ და არაბხატვრულ
ნაწარმოებებთან;
·
გამოყოფენ
პრობლემის მიზეზს, ფაქტისა და ეძებენ გამოსავალს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
მოსწავლეები მსჯელებენ რა
არის ბრბო,იმართება თუ არა იგი, რა განსაზღვრავს მის ფსიქოლოგიას.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან ტექსტი , თვალყურს ადევნებენ
გმირის მოქმედებას შესწავლილი აქვთ გ.ლეონიძის „მარიტა“
|
შესაბამისობა სტანდარტთან
|
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
|
სასწავლო მასალა, რესურსი.
|
სახელმძღვანელო, კალამი, ფურცლები,
ფილმი „მარიტა“
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
წინასწარ კლასი დაყოფილია 2 ჯგუფად თითოეულ
ჯგუფს აქვს მიცემული დავალება
აქტივობა 1.
ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებს
შემდეგ კი მოსწავლეებს შევთავაზებ,
რომ სარმოადგინონ მწერლის ბიოგრაფიის მოკლე მონახაზი პრეზენტაციის სახით,
ხოლო მეორე ჯგუფი ისაუბრებს გუსტავ
ლე ბონის ბიოგრაფიასა და ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ. წარმოადგენენ სლაიდებს.
(10 წთ)
ვახსენებ თუ რა გახდა ნაწარმოების
დაწერის მიზეზი?
(,,ეშმაკის ქვა“ გუსტავ ლე ბონის
,,ბრბოს ფსიქოლოგიამ“ დამაწერინაო)
აქტივობა 2.
კითხვების დასმით ვიხსენებთ
ტექსტს(ბავშვები მკარნახობენ მე ვწერ დაფაზე)
ვაკეთებთ სიუჟეტურ რკალს :
ü სოფიოს სახე;
ü ქურდობასოფელში;
ü დამნაშავეთა გათავისუფლება;
ü თავდასხმა ქვრივზე;
ü დამნაშავენი თანასოფლელების
წინაშე;
ü სოლოს შეწყალება;
ü შურისძიება;
ü სოფიოს სინანული.
მოსწავლეები გეგმის მიხედვით
მოკლედ აღწერენ თითოეულ ეპიზოდს
(10 წთ)
აქტივობა3.
ჯგუფებს ურიგდებათ თაბახის
ფურცლები და ვთხოვ ერთმა ჯგუფმა დაახასიათოს სოფიო მეორემ დათა.შემდეგ გამოდის
ჯგუფიდან ერთი მოსწავლე და წარადგენს ნამუშევარს:
სოფიო-ანგელოზი:
გულჩვილი;
მგრძნობიარე;
ტანსხმული სიკეთე და სათნოება;
ყველა მასთან მიდის სათხოვნელად;
ექიმი;
მოსამართლე;
ჭირისუფალი;
დამრიგებელი;
მანუგესებელი;
ქველმოქმედი;
თავმდაბალი:
დათა- მგლის ლეკვი
აბეზარი;
ქვეშქვეშა;
შარიანი;
ბოროტი;
ღიმილი არ იცოდა;
თავჩაქინდრული;
ბოროტად აცეცებდა შავ თვალებს;
ქურდი;
მკვლელი;
დაუნდობელი;
კერპი;
უშიშარი.
ნამუშევრები ეკრება დაფაზე
( 5
.წთ)
აქტივობა 4.
,,დაისაჯა დათა“ ჩვენს მიერ
შესწავლილ რომელ ნაწარმოებს გაგონებთ და ხომ არ გაავლებდით პარალელს. ურიგდებათ
ბარათები ვენის დიაგრამა
ისინი მსჯელობენ, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ მარიტასა და დათას
ვენის დიაგრამის გამოყენებით
ასრულებენ ამ დავალებას( მე ვწერ, მოსწავლეები მკარნახობენ).
( 5 წთ )
აქტივობა 5.
რატომ იქცა სოფიო ბრბოს ნაწილად?
(გაავლებენ პარალელს ბრბოს
ფსიქოლოგიასთან
ü დაკარგა განსხის უნარი
ü დაკარგა პიროვნულობა
ü მოქმედებდა ბრბოს ინსტიქტით)
არის თუ არა სოფიო დამნაშავე?
რატომ?
ვსვამ კითხვებს უნდა ჩაექოლათ თუ
არა დათა ? რატომ (გაიხსენებენ იოანეს სახარებას მეძავი დედაკაცის შესახებ
,,თქვენს შორის იმან ესროლოს ქვა, ვინც უცოდველია“, ნუ განიკითხავ რათა არ
განიკითხო, განკითხვის უფლება მხოლოდ უფალს აქვს“)
რომელი დანაშაული უფრო
საშინელია დათას მიერ თუ ხალხის მიერ
ჩადენილი? რატომ?
მხოლოდ დათაა მსხვერპლი?
( 10 წთ)
აქტივობა 6 .(შეჯამება )
რა პრინციპებით უნდა იცხოვროს
საზოგადოებამ , რომ ბრბოოს სამართალი არ ამოქმედდეს? (ბწერთ დაფაზე თეზისების
სახით)
ü ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს;
ü ხალხმა გონების კარნახით უნდა
იმოქმედოს და არაინსტიქტით;
ü საჭიროა ნებისყოფა, რათა არ
გაითქვიფო;
ü არ შეგვეშინდეს ბოროტების
წინააღმდეგ ბრძოლის;
(3 წთ)
|
საშინაო დავალება
|
სამართალი თუ დანაშაული ,,მარიტასა“
და ,,ეშმაკის ქვაში“ (1 წთ)
|
შეფასება
|
· თემის გასაგებად წარმოდგენა
· ლოგიკურობა
· არგუმენტაცია
· დასკვნების გამოტანა
· აუდიტორიასთან კონტაქტი
· პასუხი აუდიტორიის შეკითხვებზე
|
გამოყენებული რესურსები
|
დაფა, ცარჩი, სახელმძღვანელო,
კალამი,თაბახის ფურცლები, კომპიუტერი.
|
სამოდელო გაკვეთილი ,,ფიქრნი მტკვრის პირას"
https://drive.google.com/file/d/0B2Vdf-WGbO1cMVR3bjhjUENDaW5VcUcyTXlUYVZ4dC1TVUVV/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B2Vdf-WGbO1cMVR3bjhjUENDaW5VcUcyTXlUYVZ4dC1TVUVV/view?usp=sharing
პრეზენტაცია : https://drive.google.com/file/d/0B2Vdf-WGbO1cV1lMQ3M4SGZWYjJvS0hVNXRmNmRLakljQzlN/view?usp=sharing